'საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ხოლო ევროკავშირს სჭირდება და უნდა საქართველო...'-მონიკა მაკოვეი
 

 

30 მარტს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" და „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის" ორგანიზებით საქართველოს ევროპარლამენტარი მონიკა მაკოვეი ესტუმრა. მონიკა მაკოვეი საქართველოს რეგიონების მოსახლეობას შეხვდა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა.  

რადიო"თავისუფლების" გადაცემა ინტერView-ში მონიკა მაკოვეი სალომე ასათიანთან საუბრობს ევროინგერაციის პროცესის და რუმინეთის აგმოცდილების შესახებ.

წყარო: I არხი, რადიო "თავისუფლება"

"საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ხოლო ევროკავშირს სჭირდება და უნდა საქართველო...  ასოცირების შეთანხმება უკვე გაქვთ, მოითხოვეთ წევრობაც. ყველაფერი მოითხოვეთ!" − ეუბნება ინტერVIEW-ს მონიკა მაკოვეი, ევროპარლამენტარი და რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი. 

მაკოვეიმ სახელი მოიხვეჭა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლით და იმით, რომ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროკავშირში რუმინეთის გაწევრიანებას. 

რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია საქართველოს რუმინეთისგან − აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ბანაკში ამ, ერთ დროს, ყველაზე რეპრესიული ქვეყნისგან? 

როგორია ავტორიტარიზმის ინერციის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი გზები? 

კორუფციის რომელი ფორმები გვხვდება ყველაზე ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა სახით არსებობს კორუფცია ევროკავშირში? 

ამ და ბევრ სხვა საკითხზე ესაუბრება გადაცემა ინტერVIEW-ს წამყვანი სალომე ასათიანი თავის სტუმარს, რუმინელ პოლიტიკოსს, მონიკა მაკოვეის.

ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წლის მარტში. წამყვანი: სალომე ასათიანი.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30