რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
 

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

ტენდერის მიზანი: შიდა და ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარება მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

ტენდერში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი საქმიანობების წარმატებით განხორციელება:

  • სოციალურ მეწარმეობაზე პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება;
  • ზემოაღნიშნულ სამ რეგიონში კონკურსის საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებისა და პროექტის ბენეფიციარი ბავშვების მშობლებისათვის სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მიმართულებით პერიოდული კონსულტაციების გაწევა და სოციალურ მეწარმეობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
  • ტრენინგების ჩატარება სოციალური მეწარმეობის (ორგანიზაციული, ფინანსური, მარკეტინგული და საკანონმდებლო მიმართულებით), ბიზნესგეგმების მომზადების, ადვოკატირების, ეფექტური კომუნიკაციის, ფონდების მოძიების საკითხებზე; ტრენინგის მონაწილეებმა უნდა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის შესახებ, შეისწავლონ სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკა, გაეცნონ სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად და სოციალური შედეგების შეფასების მეთოდებს; ტრენინგის მონაწილეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო ფირმებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაა და რომლებსაც სრულყოფილად ექნებათ წარმოდგენილი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

მომსახურების გაწევის პერიოდი:  2016 წლის დეკემბერი - 2017 წლის ივლისი.

ბიუჯეტი: არ უნდა აღემატებოდეს 32,950  ლარს

პროექტი განთავისუფლებულია დღგ-საგან. ამიტომ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა ფასები უნდა მოგვაწოდონ  დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- განაცხადი/სამოტივაციო წერილი  (თავფურცელი, მოკლე აღწერა, ინტერესის გამოხატვა/ წინადადება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ხელმოწერა,  ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, თარიღი);

- რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;

- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;

- ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და საკონტაქტო პირი;

- კონსულტანტებისა და ტრენერთა ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;

- განმცხადებლის გამოცდილება;

- ბიუჯეტი;

- სფეროს ორი ექსპერტის/რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა)

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" ოფისში, დახურულ კონვერტში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა, # 10, 2016 წლის 12 დეკემბერს, 17:00-მდე. 

დახურულ კონვერტს უნდა ეწეროს:

  • ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
  • პროექტი: ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის
  • დასახელება: სოციალური მეწარმეობის ტენდერი
  • წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება
  • თარიღი: ........... დეკემბერი, 2016 წელი

საკონტაქტო პირი: ნინო ფარიზოვა 577 05 20 67,  ninof@osgf.ge