კონკურსი პროექტის შეფასებისათვის
 

 

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" აცხადებს კონკურსს პროექტის შეფასებისთვის. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, საგრანტო ხელშეკრულების  NEAR-TS/2015/369-105 საფუძველზე.

სამუშაოს დეტალური აღწერილობა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

-         განაცხადი  (ორგანიზაციის შემთხვევაში - ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი);

-         ხელმოწერილი განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არქონის შესახებ;

-         ექსპერტის (ექსპერტთა) ბიოგრაფიები შესაბამისი გამოცდილების მითითებით;

-         დეტალური ბიუჯეტი;

-         სფეროს ორი ექსპერტის/რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა)

-         ცნობა, რომ პირს (ორგანიზაციის შემთხვევაში) არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია.

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო"-ს ოფისში, ჭოველიძის ქუჩა, # 10, 2017 წლის 20 ოქტომბრის, 17:00-მდე.

საკონტაქტო პირი: ნინო ფარიზოვა 577 05 20 67,   ninof@osgf.ge