კონკურსი გლობალური ფონდიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის მდგრადობისა და გარდამავალი გეგმის მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორის შესარჩევად
 

ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 7 თვე; 15.09.2018 - 15.04.2018 

მომსახურების მიწოდების ადგილი: თბილისი, საქართველო

კონტექსტის აღწერა:

გადამდები დაავადებები, შიდსისა და ტუბერკულოზის ჩათვლით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო გლობალური ფონდისა და სხვა საერთაშორისო დონორების დახმარება აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით.

ტუბერკულოზისა და შიდსის მართვის კუთხით, საქართველო კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რჩება, რაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერებას, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, პროგრამული დაფინანსების ზრდასა და მართვის მექანიზმების სრულყოფას უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური ფონდის დაფინანსების მოცულობა აღნიშნულ პერიოდზე მცირდება, საჭირო ხდება სახელმწიფოს მხრიდან შიდსისა და ტუბერუკულოზის პრიორიტეტული ინტერვენციების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა ეტაპობრივად.

სწორედ ამიტომ, საქართველომ შეიმუშავა გარდამავალი პერიოდის გეგმა,  რომელიც მიზნად ისახავს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან, სრული მოცულობით ადგილობრივ დაფინანსებაზე უმტკივნეულო გადასვლის უზრუნველყოფას 2022 წლისათვის.  ეს დოკუმენტი დამტკიცებულია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) მიერ.

გეგმა მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს  ამ დაავადებებთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების მდგრადობისა  და მეორეული პრევენციული სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ჯგუფების  ჩართულობას გარდამავალი გეგმის განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.

„აივ-ისა და სხვა სქესობრივი გზით  გადამდები ინფექციების პრევენციის ეროვნული სამუშაო ჯგუფი" (Prevention Task Force - PTF-ი) წარმოადგენს აივ-ის, ტუბერკულოზის და სხვა გადამდები დაავადებების დარგში მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს ამ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით დაგეგმილი აქტივობების, მიმდინარე პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ინფორმაციის გაზიარება,  ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკის და პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. PTF ჩართულია გლობალური ფონდის პროგრამების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დელეგირება საკოორდინაციო საბჭოში PTF-ის პლატფორმის გამოყენებით ხდება. თავისი მანდატიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე, PTF ფასილიტაციას გაუწევს გარდამავალი გეგმის სათემო მონიტორინგის მექანიზმის შექმნასა და განვითარებას.

გარდამავალი გეგმის მონიტორინგის ჯგუფის ამოცანა

მონიტორინგის ჯგუფის მთავარი ამოცანაა გარდამავალი გეგმის განხორციელების პროცესზე დაკვირვებაგეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების და შესაბამისი ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების მინდინარეობაზე სამოქალაქო საზოგადოების დროული ინფორმირება.

მონიტორინგის საბოლოო შედეგი:

მონიტორინგის ჯგუფის თითოეული წევრის მიერ მოხდება წინასწარ გადანაწილებული საკითხების მიხედვით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება. თითოეული წევრის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადდება ერთიანი ანგარიში, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც საადვოკაციო ინსტრუმენტი.

მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორის მოვალეობები: 

  • მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია;
  • მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო ფორმატის, განრიგის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
  • პასუხისმგებლობების განაწილება მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შორის;
  • მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება;
  • მონიტორინგის ჯგუფის კომუნიკაციის უზრუნველყოფა PTF-სა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • მონიტორინგის ჯგუფის წევრთა მიერ მომზადებული ანგარიშების სრულყოფა და მათზე დაფუძნებით პოლიტიკის დოკუმენტების (policy brief) მომზადება;
  • მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის სრულყოფა და მასზე დაფუძნებით პოლიტიკის დოკუმენტების (policy brief) მომზადება;
  • კოორდინატორი წარმოადგენს მონიტორინგის ჯგუფს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და შესაბამის პროცესებზე;
  • სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;

მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადამკვეთ სფეროებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა;
  • ექსპერტიზა და გამოცდილება ტუბერკულოზის ან/და შიდსის პროგრამების დაგეგმვისა და მონიტორინგის სფეროში ეროვნულ დონეზე;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სასურველია აივ/შიდსისა ან/და ტუბერკულოზის სფეროში მაღალი დონის ადვოკაციის გამოცდილება;
  • აივ/შიდსის ან/და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიებისა და გლობალური ფონდის პროგრამების დეტალური ცოდნა;
  • მდგრადობისა და გარდამავალი გეგმის დეტალური ცოდნა;
  • მონიტორინგის ანგარიშების ან ანალოგიური დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქსელური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV);
  • გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაცია, მაგ: ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია; პუბლიკაციები; გამოქვეყნებული ანგარიშები და ა.შ.   

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა  2018 წლის 15 აგვისტო,  17:00 სთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული ან დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: mchokheli@osgf.ge;

advocacy.georgia@medecinsdumonde.net

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ

მარინა ჩოხელს ელ. ფოსტაზე: mchokheli@osgf.ge, მობ: 599157899.

გიორგი სოსელიას ელ.ფოსტაზე: advocacy.georgia@medecinsdumonde.net მობ: 555549110.