ფონდი ”საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები” (სსსპ) აცხადებს კონკურსს “მე - ახალგაზრდა მეცნიერი”
 

ორ ასაკობრივ ჯგუფში: ა) სკოლის მოსწავლეთათვის "15-დან 19 წლამდე" და ბ) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ სპეციალობებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.

კონკურსში მონაწილე მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალური სამეცნიერო პროექტის თეზისები (2 ეგზემპლარად) არაუმეტეს ორი გვერდისა (დაბეჭდილი 1,5 ინტერვალით), რომელშიც თანმიმდევრობით მითითებული უნდა იყოს დარგი, პროექტის სათაური, ავტორის გვარი და სახელი, თეზისების ბოლოს მითითებული უნდა იყოს საფოსტო მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. სამეცნიერო პროექტების შეფასებას განახორციელებს ფონდის მიერ მოწვეული კომპეტენტური ჟიური (შესაბამისი დარგების მეცნიერები).

შეფასება ჩატარდება 2 ტურად. I ტურში შეფასდება შემოსული ნაშრომების შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. თეზისების გაფორმების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება. II ტურში გადასულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო პროექტი (2 ეგზემპლარად) არაუმეტეს 10 გვერდისა (საჭიროების შემთხვევაში ილუსტრაციებით არაუმეტეს 10 გვერდისა, ანუ პროექტის გვერდების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს).

პროექტების პრეზენტაციის დროს შეფასების კრიტერიუმები იქნება: ორიგინალობა, შემოქმედებითი მიდგომა აქტუალური პრობლემის შეფასებაში და გადაწყვეტაში; წერილობითი ფორმით წარმოდგენილი პროექტის ხარისხი; პრობლემის გადაწყვეტის გზების წარმოჩენა; დისკუსიის წაყვანის და ოპონირების უნარი ჟიურის წევრებთან; მონაწილის წვლილი წარმოდგენილ პროექტში; მიღებული შედეგების დასაბუთებული ინტერპრეტაცია.

კონკურსის პირველ ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული პროექტები წარდგენილ იქნებიან ევროკომისიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წინაშე. მათ მიერ პროექტის მოწონების შემთხვევაში პროექტის ავტორი მიწვეულ იქნება ევროკონკურსზე, რომელიც ჩატარდება ა.წ. სექტემბრის თვეში ფინეთში.

მეორე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცემათ პრიზები და ფულადი ჯილდოები.

 

პროექტების თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა  21 აპრილი, 2011, 17:30.
პირველი ტურის შედეგების გამოცხადება 30 აპრილი, 2011.
პროექტების პრეზენტაცია ჟიურის წინაშე 9 - 15 მაისი, 2011 .

 

პროექტების ჩაბარებისთვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10,

საკონტაქტო პირი: მარინა გვიმრაძე,
ტელ: 25 04 63, დამატებითი 225, 899 26 17 18 
ელ.ფოსტა:  marina@osgf.ge .