კონკურსი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

თანამდებობა: ფინანსური მენეჯერი
ორგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი  
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2012 წლის 18 აპრილი,  17:00 საათი.

ანგარიშგება:  ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს და ასევე ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი საბჭოს,  ღია საზოგადოების ფონდებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების წინაშე.

ძირითადი ფუნქციები ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელობა, საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი.

ძირითადი ვალდებულებები: 

  • ფონდის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
  • ფონდის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა;
  • საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფონდის მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
  • ფონდის ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
  • ფონდის წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
  • ზემდგომი პირებისათვის ფონდის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ფონდის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • ღია საზოგადოების ფონდების მიერ შექმნილი საბუღალტრო და გრანტების მენეჯმენტის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
  • ფონდის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა;
  • ფონდის თანამშრომელთათვის ფინანსურ და პროცედურულ საკითხებზე ტრეინინგების და კონსულტაციების ჩატარება;
  • ფონდისა და ფინანსური განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
  • პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • ფინანსური ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
  • ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • მართვის უნარი;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

    ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადის შეტანის პროცედურა:

კონკურში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები (ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ იმყოფება თბილისში):
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2. CV  ქართულ ან ინგლისურ ენაზე (იქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);

3. სამოტივაციო წერილი;

4. ორი ან სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების).

კონვერტზე მიუთითეთ:

გვარი, სახელი;

"განაცხადი ფინანსური მენეჯერის ვაკანსიისათვის:.

გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან განმცხადებელს წარმოდგენილი დოკუმენტები არ დაუბრუნდება.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა), ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისი.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 18 აპრილი, 17:00 საათი.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან მიღებული განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2 25 04 63 (შიდა №240); 5 77 47 11 63;
ელ.ფოსტა: hr@osgf.ge; tushishvili@osgf.ge (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.