აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს პარტნიორი უნივერსიტეტების, უცხოელი და ქართველი მკვლევარების შესარჩევად
 

ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს 2012-2013 სასწავლო წლისათვის შემდეგ პროგრამებზე:   

უნივერსიტეტებთან/დეპარტამენტებთან პარტნიორობის პროგრამა - აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა 2012-2013 სასწავლო წლისათვის შეარჩევს პარტნიორ დეპარტამენტებს.  პროგრამა შერჩეულ დეპარტამენტებს პარტნიორობის ფარგლებში სთავაზობს უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევარების მოწვევას კონსულტანტებად, დასავლეთში განათლებამიღებული, სამშობლოში დაბრუნებული, ქართველი ლექტორების წახალისებას სტიპენდიებით და სხვა რესურსებს. პარტნიორ დეპარტამენტებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ შეარჩიონ და მოიზიდონ ის ქართველი და უცხოელი  მეცნიერები, რომლებიც აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთვებიან.  დეპარტამენტების პარტნიორობის პროგრამაზე ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 აპრილი.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Call for Departmental Partners 2012-13.

საერთაშორისო მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა -  შეარჩევს უცხოელ მკვლევარებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა მათ ითანამშრომლონ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებთან (დეპარტამენტებთან), გაუწიონ კონსულტაციები, შეიმუშაონ ერთობლივი პროექტები და სხვ.  შერჩეული მკვლევარები შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებს სტიპენდიას.  პროგრამა ასევე დაფარავს მათი საქართველოში მგზავრობის, სასტუმროს და სხვა ხარჯებს.  პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი ფლობდეს ინგლისურ ენას და სადოქტორო ხარიხს (ან ექვივალენტს).  ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 მაისი.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ AFP Call for Applications ISF 2012-13

ადგილობრივი მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა - იწვევს ქართველ მკვლევარებს/ლექტორებს, რომელთაც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი აქვთ მინიჭებული დასავლეთ ევროპის ან სხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში და დაინტერესებულნი არიან ჩაერთონ აკადემიურ სფეროში, როგორც ლექტორები.  პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სტიპენდიას და სხვადასხვა სახის დაფინანსებას, მათ შორის, პროფესიული განვითარების საგრანტო პროგრამას, უნივერსიტეტის/დეპარტამენტის განვითარების საგრანტო პროგრამას და სხვა.  პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას.  ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 მაისი.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ AFP Call for Applications RSF 2012-13.

დამატებითი ინფორმაციისა და ანკეტების მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

მაგდა მაღრაძეს ან თინა ბრეგვაძეს

აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა

ჭოველიძის ქ. 10, თბილისი 0108, საქართველო

ტელ.: (995 32) 291 27 84

იმეილი: afp@osgf.ge  ან  cafp@osgf.ge

http://www.soros.org/initiatives/hesp/focus/afp