კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის: 2012 წელს საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება
 

პროგრამა:  ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა

ვადები: საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლოო ვადაა 2012 წლის  14 მაისის 16:00 საათი.

ერთი პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური საგრანტო თანხა: 35  000 აშშ დოლარ.

კონკურსის მიზანი: 2012 წელს წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების მონიტორინგში  ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესებისა და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ ობიექტური ინფორმაციის  გავრცელება.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო დააფინანსებს რამდენიმე საუკეთესო პროექტს, რომლებიც:

 

  • მიმართული იქნება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო  პროცესების მონიტორინგზე  და ამ პროცესებში დარღვევების პრევენციაზე;
  • უზრუნველყოფს არჩევნების დღეს დაკვირვებას და გამოვლენილ დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას;
  • ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პროცესების, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ საზოგადოებისათვის ობიქტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას.

 

კონკურსის პირობები:

  • სავალდებულოა, განმცხადებელ ორგანიზაციას ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესებზე და არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციამ, გარდა საკონკურსო პროექტისა, უნდა წარმოადგინოს სრული ინფორმაცია  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თემაზე სხვა დონორებთან წარდგენილი განაცხადების, ან უკვე დაფინანსებული პროექტების თაობაზე (მაქსიმუმ 2 გვერდზე გაწერილი ინფორმაცია სხვა დონორი ორგანიზაციიდან მიღებული ან სავარაუდოდ მისაღები გრანტის შესახებ,    პროექტის მიზანი და ამოცანები, ბიუჯეტი, პროექტის დაფარვის არეალი);
  • ინფორმაცია ორგანიზაციის რესურსების და შესაბამისი გამოცდილების თაობაზე;
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის  გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე:http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53;
  • განაცხადს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების და პროექტში მონაწილე ექსპერტების ავტობიოგრაფიები (CV);
  • საპროექტო წინადადებას თან უნდა ახლდეს ორი სარეკომანდაციო წერილი შესაბამისი სფეროს ექსპერტებისაგან, ან ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისაგან;
  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 35  000 აშშ დოლარს.

საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლოო ვადაა 2012  წლის  14 მაისი, 16:00 საათი.

კონსულტაციები:

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის  ჩატარდება სამშაბათობით,

17 და  24 აპრილს, ასევე 1 და 8 მაისს,  15:00 საათზე ფონდის ოფისში.

ფონდის მისამართი: თ. ჭოველიძის ქ. №10.

საკონტაქტო პირი:  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი თინათინ ბოლქვაძე.

ელ. ფოსტა: tiniko@osgf.ge;

ტელეფონი: 225 04 63 (შიდა ნომერი: 230)