ტრენინგი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის
 

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, "პარტნიორები - საქართველო" და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი CTC აცხადებენ ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

ტრენინგები ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით "ძლიერი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო განვითარებისათვის " პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაუმჯობესება და სექტორის საქმიანობის ეფექტურობისა და ცნობადობის ამაღლება, საქართველოს რეგიონებში ორგანიზაციების წევრების ცოდნის ამაღლებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

პროექტს ახორციელებს სამი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრი, პარტნიორები - საქართველო, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი.

ტრენინგ და საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ჩატარდება თემატური ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ციკლი:

I. ტრენინგი - თემთან მუშაობა, მოხალისეთა მოზიდვა, მხარდამჭერთა მოპოვება
II. ტრენინგი - ინტერესთა დაცვა, თანამშრომლობა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში
III. სამუშაო შეხვედრა - ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ინტერესთა დაცვის და თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის განხილვა; სამოქმედო გეგმების შემუშავება

პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კომპონენტის გარდა, გათვალისწინებულია ინტერესთა დაცვის და თანამშრომლობის შესახებ წარმატებული პრაქტიკული მაგალითების მომზადება/განხილვა და მონაწილეთა მიერ ინტერესთა დაცვის და თანამშრომლობის განვითარების შემდგომი, რეალური სამოქმედო გეგმების შემუშავება.

პროგრამა (ტრენინგები და სამუშაო შეხვედრა) ჩატარდება 2012 წლის ივლისი - სექტემბრის პერიოდში.

 

თემატიკა                              ჩატარების თარიღები             ტრენინგ ორგანიზაცია              
ტრენინგი: მხარდამჭერთა მოპოვება და სათემო მობილიზაცია    16-21 ივლისი  საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი
ტრენინგი: თანამშრომლობითი ინტერესთა დაცვა სექტემბერი  "პარტნიორები - საქართველო"
სამუშაო / გამოცდილების გაზიარების შეხვედრა: ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სექტემბერი  ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი CTC, "პარტნიორები - საქართველო"; საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მოწვეული იქნება შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე საკითხის ექსპერტები/ორგანიზაციები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვას. ხოლო კონკურსში გამარჯვებულ და აქტიურ მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ East-East პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და გაიზიარონ შერჩეული მასპინძელი ორგანიზაციების წარმატებული გამოცდილება.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კარგად დაასაბუთებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საჭიროებას. ასევე მიღებული ცოდნის და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (მონაწილეს წარადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელი) უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: apply@csrdg.ge

არჩეულმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში (ორი ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა). პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: Regional CSO Capacity Building Initiative
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20 ივნისი

შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების ჩატარების ადგილის შესახებ. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
მისამართი: თბილისი, დელისის პირველი შესახვევი# 5ა
ტელეფონი: +995 322 399 018/19
ვებ გვერდი: www.csrdg.ge
საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი; ქეთი კაკაბაძე