ვაკანსია: ”ღია საზოგადოების ფონდები” აცხადებს კონკურსს ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის კოორდინატორის და მენტორის თანამდებობაზე
 

"ღია საზოგადოების ფონდები" აცხადებს კონკურსს ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის კოორდინატორის და მენტორის თანამდებობაზე.

თანამდებობა: პროგრამის კოორდინატორი და მენტორი
ორგანიზაცია: "ღია საზოგადოების ფონდები"
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი  
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2012 წლის 11 ივნისი,  17:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები:  ხელოვნების და კულტურის პროგრამის კოორდინირება - საქმიანობის დაგეგმვა, მისი კონტროლი და მონიტორინგი, საქმიანობის ანგარიში.

ძირითადი ვალდებულებები:

  1. ხელოვნების და კულტურის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  2. ხელოვნების და კულტურის პროგრამის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი;
  3. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მიერ გამოცხადებული კონკურსების ადმინისტრირება, რაც გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას, განაცხადების განხილვას, აპლიკანტებისათვის შეტყობინების გაგზავნას გრანტების გაცემაზე და პროექტების განხორციელების მონიტორინგს;
  4. პოტენციურ გრანტის მიმღებებთან რეგულარული კონსულტაციების ჩატარება;
  5. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი;
  6. ხელოვნების და კულტურის პროგრამის პროექტების, საკონკურსო განცხადებების, საინფორმაციო ბროშურების, პრეს რელიზების  ტექსტების მომზადება; 
  7. გრანტების მენეჯმენტის სისტემის პროგრამაში ინფორმაციის დროული შეტანა, შესაბამისი დოკუმენტების მიწოდება ფინანსური და გრანტების განყოფილებებისთვის;
  8. ხელოვნების და კულტურის პროგრამის აპლიკანტების ხელმძღვანელობა, პროექტების საერთო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  9. ხელოვნების და კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გრანტების პროცესის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა, როგორც ფინანსურ ასევ პროექტის სტრუქტურის ფარგლებში;
  10. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში მონაწილეობა;
  11. ხელოვნების და კულტურის პროგრამის რეგიონალურ საქმიანობებისათვის დახმარების გაწევა დამატებითი ექსპერტიზით (საჭიროებისას).

უფლებამოსილებები:

  1. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მიმართულების კოორდინირება, მის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება;
  2. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მიმართულების სახელით მოქმედება და მისი წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  3. მონაწილეობა კოლექტივისათვის საქმიანი და შემოქმედებითი გარემოს შექმნაში.

ანგარიშგება და შეფასება:

  1. ხელოვნების და კულტურის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო დღიურების შევსება, მენტორის და აპლიკანტის მიერ და ორივე ასლის  პროგრამისათვის მიწოდება;
  2. ხელოვნების და კულტურის პროგრამისათვის ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩატარებული კონსულტაციების დღიურების და ანგარიშის მიწოდება;
  3. ხელოვნების და კულტურის პროგრამისათვის პროექტების ანგარიშების მიწოდება;
  4. ხელოვნების და კულტურის პროგრამის ხელმძღვანელთან საქმიანობის როგორც შუალედური და წლიური ანგარიშების და მოთხოვნისას წლიური გეგმის წარდგენა;
  5. ხელოვნების და კულტურის პროგრამის მენეჯერის და ფონდის ადმინისტრაციის წინაშე  პროგრამული და ფინანსური (მიმართულების ფარგლებში) ანგარიშგება დაწესებული გრაფიკის მიხედვით;
  6. პროგრამის დირექტორისათვის ხელოვნების და კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროქტების მონიტორინგის შედეგების წარდგენა დაწესებული გრაფიკის მიხედვით;
  7. ხელოვნებია და კულტურის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული აქტივობების შესახებ (ინგლისურ და რუსულ ენებზე) ინფორმაციის  სისტემატური მიწოდება ფონდის ადმინისტრაციისათვის და ფონდის ელექტრონულ გვერდზე ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის;
  8. ხელოვნების და კულტურის პროგრამის ხელმძღვანელისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი მიმართულებების განვითარების, წინსვლის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა ნოვატორული იდეების შესახებ.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. მაგისტრის ხარისხი ხელოვნების ან მომიჯნავე სფეროში, ან ექვივალენტური ცოდნა (ტრენინგი) და გამოცდილება;

2. ხელოვნებისა და კულტურის სფეროს პროექტების მართვის ცოდნა;

3. ერთროულად რამოდენიმე პროექტის, გრანტის მართვის უნარი;

4. კარგი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური თვისებები;

5. ეფექტური კომუნიკაციის (როგორც ზეპირი, ისე წერითი) უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;

  1. ლიდერობის უნარი, ორგანიზატორული თვისებები;
  2. ერთდროულად რამოდენიმე პრიორიტეტის და დროის სწორი მართვის კარგი უნარი;

6. კომპიუტერული პროგრამების " Adobe Photoshop" და "Illustrator" ცოდნა;

7. არასამთავრობო სექტორში საქმიანობის გამოცდილება ან მიღებული ცოდნა.

განაცხადი შეტანის პროცედურა:

კონკურში მონაწილეობის მსურველმა ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინოს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სამდივნოში:


1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2. CV ინგლისურ ენაზე (იქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);

3. სამოტივაციო წერილი;

4. სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა), ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისი. ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ იმყოფება თბილისში.


განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 ივნისი, 17:00 საათი.

გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან განმცხადებელს წარმოდგენილი დოკუმენტები არ დაუბრუნდება.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად, რომელიც მოიცავს  გასაუბრებებსა და ტესტირებას. კონკურსის პირველი ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან მიღებული განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2 25 04 63 (შიდა №240); 5 77 47 11 63;
ელ.ფოსტა: hr@osgf.ge; tushishvili@osgf.ge (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი
დეტალური ინფორმაცია "ღია საზოგადოების ფონდების",  მისი მიზნებისა და ღირებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://www.soros.org/about; http://www.soros.org/initiatives/arts