ზალცბურგის სამედიცინო სემინარები
 

"ამერიკულ-ავსტრიული ფონდი", "ღია სამედიცინო ინსტიტუტი" და ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებენ კონკურსს 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად

 

  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა- 2-8 სექტემბერი (Maternal & Infant Health)
  • კარდიოქირურგია -9-15 სექტემბერი (Cardiac Surgery)
  • ლიპიდური მეტაბოლიზმი -16-22 სექტემბერი (Lipid Metabolism)
  • ფსიქიატრია -23-29 სექტემბერი (Psychiatry)
  • ნეიროქირურგია -30 სექტემბერი- 6 ოქტომბერი (Neurosurgery)
  • კარდიოლოგია -7-13 ოქტომბერი (Cardiology)
  • ნეონატოლოგია- 14-20 ოქტომბერი (Neonatology)
  • დერმატოლოგია -28 ოქტომბერი- 3 ნოემბერი (Dermatology)
  • დიაგნოსტიკური რადიოლოგია -4-10 ნოემბერი (Diagnostic Imaging)
  • ბავშვთა კარდიოლოგია -25 ნოემბერი- 1 დეკემბერი (Pediatric Cardiology)
  • ონკოლოგია- 2-8 დეკემბერი (Oncology B- Soft Tissue, Bone and Skin Malignancies)
  • გულის რადიოლოგიური კვლევა -9-15 დეკემბერი (Cardiac Imaging)

საგანაცხადო ფორმები უნდა შეივსოს 2012 წლის 31 მაისამდე ელექტრონულად  შემდეგ მისამართზე; პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე.

სემინარში მონაწილეობის მსურველ ექიმებს:

  • სპეციალიზაცია გავლილი უნდა ჰქონდეთ სემინარის საგანში;
  • უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სემინარში პირველად მონაწილეობისას უნდა იყვნენ 30 დან 45 წლამდე ასაკის, ხოლო განმეორებითი მონაწილეობის შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა(ინგლისურ ენაში ჩატარდება ტესტირება).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 2012 წლის 30 აპრილს, 18 საათზე ფონდის ოფისში (ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა. ტელ: 2 25 04 63, ელ.ფოსტის მისამართი:  nato@osgf.ge).

საკონტაქტო პირი: ნატო ფიცხელაური (პროგრამის კოორდინატორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა).                        

პროგრამის გენერალური პარტნიორები: ამერიკულ-ავსტრიული ფონდი და ღია სამედიცინო ინსტიტუტი.

 

###  

ინფორმაცია ზალცბურგის სემინარების შესახებ:

ზალცბურგის სამედიცინო სემინარები ამერიკულ-ავსტრიული ფონდის ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიოს 109 ქვეყანასა და რეგიონში მართავს ,,ღია სამედიცინო ინსტიტუტი". პროგრამის მისიაა გააუმჯობესოს ჯანდაცვის სფერო განვითარებად ქვეყნებში, მსოფლიოს მასშტაბით შექმნას ალიანსი ექიმებს შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ ზრდას.

ზალცბურგის სასწავლო პროგრამა 1993 წლიდან მოქმედებს და საქართველოდან მასში ყოველწლიურად 30-მდე ექიმი მონაწილეობს. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და წარმოადგენს სამსაფეხურიან საგანმანათლებლო ციკლს: ცოდნის გადაცემა (სემინარები) - გამოცდილებების გაცვლა (ინტერნშიფი) - დისტანციური სწავლება (ღია სამედიცინო კლუბები, ელექტრონული ბიბლიოთეკა და მასალები, სატელიტური სიმპოზიუმები).

სემინარები მედიცინის, თითქმის ყველა დარგს მოიცავს: დერმატოლოგია, ოტოლარინგოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია, ფსიქიატრია, მეან-გინეკოლოგია/რეპროდუქციული მედიცინა, პედიატრიული ორთოპედია და მრავალი სხვა.