სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭრის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსია
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

ორგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი  
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2012 წლის 25 ივნისი,  17:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები

  •  პროგრამის შემდეგი მიმართულებების კოორდინირება:

          1. ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაცია;
          2. სამშვიდობო ინიციატივები და რეგიონული (სამხრეთ კავაკასია და შავი ზღვის აუზის ქვეყნები) ინტეგრაცია;
          3. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

  • მიმართულებების ფარგლებში საქმიანობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • საგრანტო და ოპერაციული პროექტების მართვა;
  • პროგრამის განხორციელების შესახებ შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების მომზადება.

ძირითადი ვალდებულებები: 

  • სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
  • პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • პროგრამის შესაბამისი მიმართულებების საგრანტო, ოპერაციული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების შედგენა და მართვა;
  • საპროექტო წინადადებებისა და საკონკურსო განაცხადების მომზადება და წარდგენა პროგრამის ექსპერტთა კომისიისა და ფონდის აღმასრულებელი საბჭოსათვის;
  • ოპერაციული და შიდა პროექტების მომზადება;
  • საგრანტო განაცხადების განხილვა და პირველადი შეფასება;
  • დამტკიცებული პროექტების მართვა და მონიტორინგი;
  • ანგარიშების მომზადება
  • კონსულტაციების წარმოება, როგორც განმცხადებლებთან, ისე გრანტის მიმღები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
  • პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
  • სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების სფეროში.

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • გრანტების გაცემის, ან მართვის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
  • ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო, ან ქვეყნის განვითარების პროგრამებზე მომუშავე ორგანიზაციებში საქმიანობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით);
  • პროგრამის ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
  • პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა;

ანგარიშგება:  კოორდინატორი არის ფონდის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის

სრულშტატიანი თანამშრომელი, რომელიც ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორისა და პროგრამის მენეჯერის წინაშე.


ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ფონდის შინაგანაწესისა და პროცედურების, კანდიდატის სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადის შეტანის პროცედურა:

კონკურში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ქართულ ენაზე (ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ იმყოფება თბილისში):


1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2. ავტობიოგრაფია -  CV  (იქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);

3. სამოტივაციო წერილი;

4. ორი ან სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების).

კონვერტზე მიუთითეთ:

  • სახელი, გვარი;
  • „განაცხადი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიისათვის".

გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან განმცხადებელს წარმოდგენილი დოკუმენტები არ დაუბრუნდება.


არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა), ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისი.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 ივნისი, 17:00 საათი.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან მიღებული განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2 25 04 63 (შიდა №240); 5 77 47 11 63;
ელ.ფოსტა: hr@osgf.ge; tushishvili@osgf.ge (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.