'საქართველოს გაეროს ასოციაცია' (UNAG) და ფონდი 'ღია საზოგადოება - საქართველო' აცხადებენ საგრანტო კონკურსს 'ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების” (ANI) პროგრამის ფარგლებში
 




'საქართველოს გაეროს ასოციაცია' (UNAG) და ფონდი 'ღია საზოგადოება - საქართველო'  აცხადებენ საგრანტო კონკურსს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" (ANI) პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის შესახებ:

„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. პროექტი ხორციელდება საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით. პროექტის პრიორიტეტებს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბება, არასამთავრო ორგანიზაციების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობისა და მართვის მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური მედიის გამოყენება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენება, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერნტობის ცენტრისა და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს დახმარება.

სამოქალაქო ინტეგრაციის მცირე გრანტების მექანიზმი თავს უყრის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" რესურსებს, რათა ერთობლივად გაიცეს გრანტები ახალი ინიციატივების წასახალისებლად ინტეგრაციის, ტოლერანტობისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებში. განურჩევლად ეთნიკური კუთვნილების თუ გეოგრაფიული მდებარეობისა, მცირე გრანტები საშუალებას მისცემს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგფებს ჩამოყალიბდნენ ქართული არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვან და ქმედით წევრებად.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაზე მუშაობენ.

      განაცხადების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებსა და რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს.

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კონკურსის პირობები:

      საპროექტო განაცხადები მხარს უნდა უჭერდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ემსახურება უმცირესობების საკითხების შესწავლას და მონაწილეობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად:

  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში
  • სამოქალაქო ცნობიერებასა და ტოლერანტობის კულტურის ამაღლებაზე მიმართული აქტივობები
  • ეთნიკურის უმცირესობებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა
  • მედიაში ეთნიკური უმცირესოებებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული ჯგუფების პრობლემატიკის წარმოჩენა
  • საგანმანათლებლო ინიციატივები და ინტერკულტურული გაცვლა
  • ეთნიკური უმცირესობების ქალთა სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა საკუთარი ინტერესების ადვოკატირებისა და დაცვისთვის.
     

      პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (ქართულენოვანი ფორმა, ინგლისურენოვანი ფორმა);
  2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  4. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.
  5. განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის შემთხვევაში განაცხადი ასევე მიიღება რუსულ ან ინგლისურ ენებზეც.   

 

      ფონდში საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 3 სექტემბერი 16:00 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. განაცხადის და დოკუმენტაციის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ფონდის ოფისში ჭოველიძის (ყოფილის ბელინსკის) 10, ისე ელექტრონულად ელ.ფოსტის მისამართზე  ან კომპიუტერულ დისკზე (CD).

      კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ყოველ სამუშაო დღეს, 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონსულტაციები ჩატარდება 08/4-დან 08/21-მდე და 08/27-დან 09/03-მდე.   

საკონტაქტო პირები: კოკი ფერაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის  კოორდინატორი. ელ.ფოსტა: peradze@osgf.ge

 

ჩამოტვირთეთ განაცხადის PDF ვერსია.