მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ‘სოციალური საწარმო- სოციალური შედეგების დაგეგმვა და შეფასება’

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში - "სოციალური საწარმო - სოციალური შედეგების დაგეგმვა და შეფასება''.

ტრენინგი ჩატარდება 17 და 18 დეკემბერს, თბილისში.

ტრენინგი ტარდება "სოციალური მეწარმეობა - ახალი გამოწვევა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.


ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ან აპირებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 7 დეკემბრის, 16:00 საათისა

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები.

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:

1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge ან

2. ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში მისამართზე: თბილისი, დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18.

საკონტაქტო პირი: ნათია ქალდანი

ნახეთ მოწვევის დეტალური განაცხადი.