კონკურსი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე
 

ორგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

თანამდებობა: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 16 იანვარი
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი:  2013 წლის თებერვალი

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საქმიანობის სფერო:

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის დამყარებას. პროგრამის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის, კვლევისა  და ადვოკატირების მხარდაჭერა და ამით ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების   ხელშეწყობა (იხვებგვერდი: www.osgf.ge).

სამუშაოს აღწერილობა:

პროგრამის კოორდინატორი ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის  გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებას.  მას ევალება იმ პროექტების კოორდინირება და განხორციელება, რომლებიც ეხება გამჭვირვალობას, ინფორმაციის თავისუფლებასა და  ანტიკორუფციულ საქმიანობას.  კოორდინატორის ფუნქციებში შედის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგი, შიდა და პარტნიორული პროექტების ინიცირება და განხორციელება.

მოვალეობები:

  • პროგრამის სტრატეგიისა და ბიუჯეტის დაგეგმვა-განხორციელება;
  • პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება და კვლევითი საქმიანობა;
  • სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
  • შესაბამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
  • ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განახორციელება.

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე hr@osgf.ge  უნდა გამოაგზავნონ შემდეგიდოკუმენტები:

  1. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი);

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 2013 წლის 16 იანვრისა.
წერილის დანიშნულების ველში გთხოვთ, მიუთითოთ "Program Coordinator".

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

კანდიდატები შეირჩევიან  შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროებში.

გამოცდილებაპრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • პროგრამის/პროექტის მართვის სულ მცირე ორწლიანი  გამოცდილება;
  • ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო, ან ქვეყნის განვითარების პროგრამებზე მომუშავე ორგანიზაციებში საქმიანობის მინიმუმ ორი წლის  გამოცდილება;
  • ანალიტიკური და კვლევითი დოკუმენტების მომზადების უნარი;
  • პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა. სასურველია, რუსული ენის ცოდნაც;
  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანგარიშვალდებულება:  პროგრამის კოორდინატორი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელი დირექტორისა და პროგრამის მენეჯერის წინაშე.

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ფონდის შინაგანაწესისა და პროცედურების, კანდიდატის სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.   

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 16 იანვარი

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადები განიხილება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

შერჩეულ კანდიდატებს ფონდი დაუკავშირდება 2013 წლის 1 თებერვლამდე.

საკონტაქტო პირითიკო თუშიშვილ  
ტელ.: 25 04 63 577 47 11 63

 

დანართი 1.

სააპლიკაციო ფორმა

 

სახელი, გვარი:

დაბადების თარიღი:

სახლის ტელეფონი:

მობილური ტელეფონი:

ელ. ფოსტა:

გთხოვთ, წერილობით უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს:

 

1.  რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სფეროში?

2.  როგორც დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი რას გააკეთებდით ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად მომდევნო ორი წლის განმავლობაში?

3.  მიუთითეთ ბოლო ორი წლის სახელფასო ისტორია (ყოველთვიური დარიცხული თანხა);

4.  მიუთითეთ 3 რეკომენდატორი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა).