სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტის შემუშავება
 

კონტექსტი:

საქართველოში C ჰეპატიტი ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მიეკუთვნება.  2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტით საქართველოში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული (ზრდასრული მოსახლეობის 6.7%); (ლ. შარვაძე და თანაავტორები. 2008).

C ჰეპატიტი სერიოზულ  პრობლემას წარმოადგენს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც მეტყველებს, რომლითაც საქართველოს დაეკისრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტით დაავადებულთა   მკურნალობა.

შესაბამისად დღის წესრიგში დადგა C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების აუცილებლობა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის შემადგენლობაშიც  წარმოდგენილ იქნებიან დარგის სპეციალისტები: ეკონომისტი, ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი, ასევე ფონდისა და სამინისტროს წარმომადგენლები.

შესასრულებელი სამუშაო

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომელთაც უნდა შეიმუშავონ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი.

დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში;
  • პაციენტის შერჩევის კრიტერიუმები;
  • მკურნალობის სტანდარტული სქემა;
  • პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსები;
  • ტესტ-სისტემების, მედიკამენტებისა და გვერდითი მოვლენების მართვის მომსახურების შესყიდვის კრიტერიუმები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
  • პაციენტთა თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბების კრიტერიუმები;
  • სკრინინგ პროგრამის შემუშავება;
  • C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეროვნული პროტოკოლის სასჯელაღსრულების სისტემაზე ადაპტირება.

ამოცანები:

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტის შემუშავება;
  • შემუშავებული დოკუმენტის სამოქალაქო სექტორისთვის წარდგენასა და განხილვაში მონაწილეობა;

საბოლოო ანგარიში უნდა იქნას წარმოდგენილი ქართულ ენაზე, ხოლო სამუშაოს შესასრულებლად გათვალისწინებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.      საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ეპიდემიოლოგიის სპეციალისტი C ჰეპატიტის თემატიკაზე მუშაობის გამოცდილებით:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ან ეპიდემიოლოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავსი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

2.     ეკონომისტი - სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებით:

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
  • ეკონომისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავსი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

3.ინფექციონისტი - სპეციალისტი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება/მკურნალობის საკითხებში;

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ინფექციონისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სამედიცინო სერთიფიკატი;
  • მსგავსი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს მოცულობა და ანაზღაურების წესი:

სამუშაოს შესრულების მოცულობა შეადგენს 5-8 სამუშაო დღეს. სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება  კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების, ჯანდაცვის ეკონომიკის სფეროში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
  • ფარმაკოლოგიური ბაზრის ანალიზის, კვლევის, მონიტორინგის გამოცდილება;
  • ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოში C ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა და გამოცდილება;
  • მაღალი რისკის ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

განაცხადი

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, ქართულ ენაზე და გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაცია, მაგ: ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია; სამოტივაციო წერილი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას  კანდიდატის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა  11 მარტი,  17:00 სთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული ან დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ#10 ან ელექტრონულ მისამართზე mchokheli@osgf.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: მარინა ჩოხელს ელ. ფოსტაზე: mchokheli@osgf.ge, მობ:599157899.