საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აცხადებს კონკურსს იურისტის თანაშემწის პოზიციაზე - ანაზღაურებადი სტაჟირება
 

რგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

პოზიცია: იურისტის თანაშემწე (ანაზღაურებადი სტაჟირება)

სამუშაოს ხანგრძლივობა:  2,5  თვე (1 ივნისი - 16 აგვისტო)

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 23 მაისი

ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მიზანია მარგინალურ, სოციალურად დაუცველ პირებთან დაკავშირებული ჯანდაცვის საკითხების წინ წამოწევა და მათი ჯანმრთელობის ა და ადამიანის უფლებებათა დაცვის ხელშეწყობა.  ეს მიიღწევა სამოქალაქო ორგანიზაციების ადგილობრივი რესურსების გაძლიერების, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების ჩართვი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით.

სამუშაოს აღწერილობა:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში  სამართლებრივი კუთხით მუშაობა და პროგრამის  ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება.

ძირითადი მოვალეობები: 

  • „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" ინიციატივის მიმართულების" ფარგლებში: სამართლებრივ დოკუმენტებზე, ადამიანის უფლებებთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონვენციებზე მუშაობა, სახელმძღვანელოს „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა" მომზადების პროცესში მონაწილეობა. ჩართვა პროექტში „უფასო იურიდიული დახმარება პალიატიური მზრუნველობის პაციენტებს",  ინგლისურ ენაზე ანგარიშების მომზადება,  ქ. თბილისის სასამართლოებიდან ჯანდაცვასთან დაკავშირებული საქმეების მოძიება და მისი სამართლებრივი ანალიზის მოამზადება.
  • პროგრამის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება:  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა; პროგრამის კორესპონდენციის მიმოქცევისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. სათანადო ინფორმაციის შეგროვების და განახლების უზრუნველყოფა. პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი დოკუმენტაციის შენახვის ორგანიზება; დოკუმენტაციისა და შეხვედრების თარგმნა; სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულება და შესაბამისი ოქმის მომზადება; გრანტების მენეჯმენტის სისტემის პროგრამაში  (GMS ME) ოპერაციების განხორციელება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.
     

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი ძირითადი მოთხოვნების მიხედვით:

გამოცდილებაპრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

§ უმაღლესი განათლება სამართლისმცოდნეობაში ან საერთაშორისო სამართალში (დასაშვებია შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსი);

§ ინგლისურ ენაზე ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების მომზადების უნარი;

§ საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

§ დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება; 

§ ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება;

§ საქმიანობის ორგანიზების უნარი;

§ დროის სწორი განაწილებისა და საქმიანობებისთვის პრიორიტეტის სწორად მინიჭების უნარი;

§ კომუნიკაბელურობა;

§ დისციპლინირებულობა;

§ სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა;

§ გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულმა პირებმა ორივე ელექტრონულ მისამართზე:  hr@osgf.ge და nkiknadze@osgf.ge  უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი.

წერილის დანიშნულების ველში გთხოვთ მიუთითოთ "Public Health Program Assistant -2013".

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 2013 წლის 23 მაისისა.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ანაზღაურება:  350 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადები განიხილება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

შერჩეულ კანდიდატებს ფონდი დაუკავშირდება 2013 წლის 27 მაისამდე.

საკონტაქტო პირებ:

ნინო კიკნაძე - nina@osgf.ge;  ტელ.: 2 25 04 63.

თიკო თუშიშვილი -  tushishvili@osgf.ge;   ტელ.: 2 25 04 63,  577 47 11 63.