კონკურსი სემინარში მონაწილეობის მსურველთათვის- ინტერაქციული და მულტიპლათფორმული სტრატეგიები ფოტოგრაფებისთვის
 

მაგნუმის ფონდი და ღია საზოგადოების ფონდები დოკუმენტალისტ ფოტოგრაფებს იწვევენ ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად. სემინარის თემაა: ფოტოგრაფია: ინტერაქციული და მულტიპლათფორმული სტრატეგიები ფოტოგრაფებისთვის.

სემინარი ტარდება ნიუ-იორკში 2013 წლის 20-21 აპრილს. მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგრაფებს, რომელთაც მიღებული აქვთ გრანტი მაგნუმის ფონდიდან ან ღია საზოგადოების ფონდებიდან (Open Society Foundations). ასევე ფოტოგრაფებს, რომლებიც აღნიშნული ორი ფონდის დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობდნენ. დეტალური ინფორმაცია ვორქშოპის პროგრამისა და კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.