საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აცხადებს კონკურსს პრაქტიკოსი ექთნებისათვის, პალიატიური მზრუნველობის სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად
 

პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ფონდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ინკურაბელური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტკივილის ეფექტური მართვის ადვოკატირების საკითხებზე.

პედიატრიული პალიატიური მზრუნველობა საქართველოში განვითარების ეტაპზეა, ამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების მომზადება და გადამზადება. ამ მიზნით ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს პრაქტიკოსი ექთნებისათვის, საერთაშორისო პალიატიური მზრუნველობის კლინიკებში/ცენტრებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი საექთნო განათლება;
  • ინგლისური ენის ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
  • პრაქტიკოს ექთნად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მზადყოფნა მოგზაურობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • სტრესის ატანის უნარი/ სტრესის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი მოთხოვნები:

  • სპეციალიზაცია ან გადამზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი პალიატიურ მზრუნველობაში ან ონკოლოგიაში;
  • საექთნო სერტიფიკატი (გაცემული ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს/ USAID მიერ);
  • კომუნიკაბელურობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინტენსიური თერაპიის ან ონკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება.
     

დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე  უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად 2013 წლის  25 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: nkiknadze@osgf.ge .

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:  I - რეზიუმეების გადარჩევა  II - გასაუბრება.

კონკურსის შედეგად, სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ სამი კანდიდატი.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ ტელეფონზე 2 25 04 63 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე:, nkiknadze@osgf.ge