ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს: არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობა
 

პროგრამა:  ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა

მიმართულება: არჩევნები

ვადებისაპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლოო ვადაა 2013 წლის  1 აგვისტოს  16:00 საათი.

კრიტერიუმი: კონკურსში მონაწილეობისათვის განმცხადებელ ორგანიზაციას სავალდებულოა ქონდეს მინიმუმ 2 არჩევნებზე დაკვირვებისგამოცდილება  ან ამომრჩეველთა განათლებაზე მიმართული პროექტების განხორციელების პრაქტიკა

ერთი პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური საგრანტო თანხა: 30  000 აშშ დოლარ.

კონკურსის მიზანი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გაძლიერება და მხარდაჭერა, წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.  

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო დააფინანსებს რამდენიმე საუკეთესო პროექტსრომლებიც:

Ø  მიმართულია ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო  პროცესების მონიტორინგზე  და ამ პროცესებში დარღვევების პრევენციაზე, წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ;

Ø  უზრუნველყოფს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ კანონით  გათვალისწინებული პროცედურების დაცვის, კენჭისყრის მიმდინარეობის და ხმების დათვლის  პროცესების მონიტორინგს;

Ø  ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე ამომრჩეველთა განათლებასა და მოქალაქეთაცნობიერების ამაღლებას.

პროექტების შერჩევისას ფონდი უპირატესობას მიანიჭებს ისეთ პროექტებსრომლებიც არ ფინანსდება საქართველოში მოქმედი  სხვადონორი ორგანიზაციების მიერ და რომლებიც არ იმეორებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ დაგეგმილ საქმიანობას.

კონკურსის პირობები:

  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის  გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  მისამართზე: http://osgf.ge/?l=1&i=28);
  • სავალდებულოაკონკურსში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციამგარდა საკონკურსო პროექტისაწარმოადგინოსსრული ინფორმაცია  2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე სხვა დონორებთან წარდგენილი განაცხადებისან უკვედაფინანსებული პროექტების თაობაზე (ინფორმაცია მიღებული ან სავარაუდოდ მისაღები გრანტის შესახებმათი ბიუჯეტი დამიზნები);
  • ინფორმაცია ორგანიზაციის რესურსების და შესაბამისი გამოცდილების თაობაზე;
  • განაცხადს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების და პროექტში მონაწილე ექსპერტების ავტობიოგრაფიები (CV);
  • საპროექტო წინადადებას თან უნდა ახლდეს ორი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი სფეროს ექსპერტებისაგან ან ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისაგან;
  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 აშშ დოლარს.

საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლოო ვადაა 2013  წლის  1 აგვისტოს  16:00 საათი.

კონსულტაციები:

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის  ჩატარდება  22, 24 და 30  ივლისს  14:30 საათზე ფონდის ოფისში.

ფონდის მისამართი: ქ.თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. №10. ტელ: 225-04-63

საკონტაქტო პირი:  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი თინათინ ბოლქვაძე. ელ. ფოსტა tiniko@osgf.ge