კონკურსი ჟურნალისტებისათვის: ჯანდაცვაში ადამიანის უფლებების თემაზე საუკეთესო სტატიის, სიუჟეტის გამოსავლენად
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" "კანონის, მედიის და ჯანმრთელობის" მიმართულება აცხადებს კონკურსს: "ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის" თემაზე საუკეთესო სტატიის, მულტიმედიური ნამუშევრის და ტელე/რადიო-სიუჟეტის გამოსავლენად.

კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:

- საუკეთესო ბეჭდური სტატია ან ბლოგი;

- საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი და/ან რეპორტაჟი;

- საუკეთესო მულტიმედიური ნამუშევარი.

მულტიმედიურ ნამუშევარში უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ ორი პლატფორმა.

მულტიმედიური პლატფორმების მოკლე ჩამონათვალი: ტექსტი, ფოტო გალერეა, ვიდეო, აუდიო, ფორუმი, სლაიდშოუ აუდიო კომენტარით.

საკონკურსო თემა:

საკონკურსო მასალა უნდა შეეხებოდეს პაციენტების (პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,  ან აივ ინფიცირებულთა და/ან შიდსით დაავადებული) უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში არსებულ სიტუაციას და პოლიტიკას.

მასალის ფორმატზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

სტატია ან ბლოგი შეიძლება გამოქვეყნებული იყოს, როგორც გაზეთში/ჟურნალში, ასევე ინტერნეტ გამოცემაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს გამოქვეყნებული ა.წ 26 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. 

მასალის საკონკურსოდ წარდგენის ფორმატი: 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

რადიო გადაცემის და ტელე-სიუჟეტის, გაზეთში/ჟურნალში ან ელექტრონულად გამოქვეყნებული სტატიის/ბლოგის დედანი და ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD-ზე),  სტატიის/ბლოგის, მულტიმედიური ნამუშევრის გამოქვეყნების /გასული რეპორტაჟის თარიღი და ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი, ელ-ფოსტა). 

შეფასება: 

სტატია და ტელე-სიუჟეტი შეფასდება, როგორც ინფორმაციული ღირებულების, ასევე წერის და მასალის მომზადების სტანდარტების, ბალანსის დაცვისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ყურადღება მიექცევა სარედაქციო ბალანსს და ფაქტების სიზუსტეს. მასალაში წარმოდგენილ მხარეებს უნდა მიეცეთ პოზიციის გამოხატვის პროპორციული საშუალება. (სასურველია იდენტიფიცირებული იყოს წყაროები.)

ჯილდო: 

განიხილება ყველა სტატია/ბლოგი და ტელე/რადიო სიუჟეტი ან გადაცემა, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.

დაჯილდოვდება 1 საუკეთესო სტატიის (ბეჭდური მედია), 1   საუკეთესო ტელე/რადიო რეპორტაჟის (სიუჟეტის ან გადაცემის) და 1 საუკეთესო ბლოგის და/ან ელექტრონულად გამოქვეყნებული სტატიის ავტორი შემდეგი პრიზებით:

- საუკეთესო სტატიისთვის/ბლოგისთვის -  700 აშშ დოლარი;

- საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტისთვის და ან რეპორტაჟისთვის - 700 აშშ დოლარი;

- საუკეთესო მულტიმედია ნამუშევარისთვის - 700 აშშ დოლარი.

ნამუშევრების ჩაბარების წესები:

ნაშრომები უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში (რეპორტაჟი/სიუჟეტი და ან გადაცემა ჩაწერილი CD-ზე), რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. საგაზეთო სტატია უნდა იყოს ორიგინალი.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სტატიის/სიუჟეტის და ან რეპორტაჟის ავტორთან ერთად იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს სტატია/სიუჟეტი და რეპორტაჟი ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

საუკეთესო ნამუშევარი შესაძლოა განთავსდეს ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს/ სხვადასხვა მედია საშუალებებში ან სხვა შესაბამის ღონისძიებებზე.

კონსულტაციები:

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 5 აგვისტოს 12:00 საათზე, 10 სექტემბერს 12:00 საათზე და 1 ოქტომბერს 12:00 საათზე ფონდის ოფისში,მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 31 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი 

ქ. თბილისი, ჭოველიძის 10

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კიკნაძეს ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.geტელ: +(995322) 25 04 63.