კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

ფონდ 'ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერილი პროექტის (C ჰეპატიტი: პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა) ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალი ვექტორი" და "ჰეპა+"   იწვევენ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს,  მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მოიპოვონ სტიპენდია პუბლიკაციების გამოსაქვეყნებლად C ჰეპატიტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონკურსის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება C ჰეპატიტთან დაკავშირებით. 

სულ გაიცემა 3 სტიპენდია;
სტიპენდიის ხანგრძლივობაა 3 თვე. 
სტიპენდიის ოდენობა: ყოველთვიურად 150 დოლარის ექვივალენტი ლარში.

არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალი ვექტორი" და "ჰეპა+" პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავენ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში, რაც მოიცავს "C ჰეპატიტზე თემის საკონსულტაციო საბჭოს" (G-CAB) ჩამოყალიბების ხელშეწყობას და დიალოგის ინიცირებას სახელისუფლებო სტრუქტურების, კომპანიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან; C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა და მათი ახლობლების ინფორმირებას, მობილიზებას და ჩართვას მკურნალობაზე მზაობის ღონისძიებებში; კამპანიის მდგრადობის და ხილვადობის უზრუნველყოფას C ჰეპატიტის პრობლემის შესახებ მედიის წარმომადგენლების ცოდნის დონის ამაღლებით და მათი ჩართვით საინფორმაციო კამპანიის წარმართვაში.

გთხოვთ, შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

** ჟურნალისტობის და/ან ბლოგერობის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდილების აღწერილობა (რეზიუმე);
** ზემოთ აღნიშნული კონკურსისთვის შექმნილი სტატია; 
** საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენს მიერ აღნიშნულ მედია საშუალებაში 3 თვის განმავლობაში შეძლებთ თქვენი ნაშრომების გამოქვეყნებას.

აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: marinaasatiani@yahoo.com 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

კომისია განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს წარმოადგენენ.