შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა
 

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი  აცხადებს საგრანტო კონკურსს ადვოკატირების გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის და კოალიციებისთვის.

2013 წლის დეკემბერში საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. აღნიშნულის თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის (UN CRPD)  იმპლემენტაციის ხელშეწყობა, კერძოდ:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისათვის, ასევე მათი უფლებების რეალიზაციისათვის ხელსაყრელი პირობებისა და გარემოს შექმნა.

"ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" დააფინანსებს 2 საუკეთესო პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ან უზრუნველყოფს:

  •   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე;
  •   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გადაწყვეტილების მიღების ალტერნატიული პილოტური მოდელების შექმნას, ნაცვლად მეურვეობისა და მზრუნველობისა;
  •   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განათლების, საზოგადოებაში ინტეგრაციის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ადვოკატირებას;
  •   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობის უზრუნველყოფას (ასევე ეფექტური მისაწვდომობა სისხლის სამართლის სიტემაში)

ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 22 000 აშშ დოლარს;

კონკურსის პირობები:

  •   განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ მისამართზე;
  •   პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
  •   განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები; მონიტორინგის შემთხვევაში - მეთოდოლოგია, ხოლო ადვოკატირების შემთხვევაში - სტრატეგია.
  •   პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
  •   განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;
  •   პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად (დედანი + ორი ასლი);
  •   პროექტი ინგლისურ ენაზე ელექტრონულად (ჩაწერილი CD-ზე) თან უნდა ერთვოდეს ქართულ საპროექტო განაცხადს.
  •   განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" 22 აპრილის ჩათვლით ყოველ დღე 15:00 საათამდე, მისამართზე: თ. ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10.

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 22 აპრილი, 15:00 საათი.

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 31 მარტს, 3 და  8 აპრილს, 12.30 საათზე - ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში. მისამართზე: თ. ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) N 10.

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე;
ელ-ფოსტა: nkiknadze@osgf.ge;
ტელეფონი: 2 25 04 63.