ტენდერი ვიდეორგოლის მომზადებაზე
 

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" აგრძელებს ტენდერს ვიდეორგოლების მომზადებაზე.

ორგანიზაციის შესახებ:

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" დაარსდა 1994 წელს. მისი მიზანია, ღია, თავისუფალი, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. 2014 წელს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დაარსებიდან 20 წელი უსრულდება. 20 წლის მანძილზე სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ფონდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების განათლებაში, სამოქალაქო სექტორის და მედიის განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, კანონის უზენაესობის და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებაში. 


2014 წელს ორგანიზაციას უსრულდება 20 წელი. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია ორი დოკუმენტური ვიდეოკლიპის (ქრონომეტრაჟი: 4-5 წთ) გადაღება:

  • ვიდეო, სადაც საუბრობენ ფონდის დაფინანსებით საზღვარგარეთ განათლებამიღებული წარმატებული და სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანები;
  • ფონდის 20 ყველაზე წარმატებული პროექტის/ისტორიის კრებული.


სასცენარო მონახაზები: 

სასცენარო მონახაზი ფილმის შინაარსიდან გამომდინარე სხვადასხვაა, თუმცა ორივე ფილმი მოგვითხრობს ღია საზოგადოების საქართველოში მუშაობის 20 წლიან ისტორიას, წარმატებულ პროექტებს, გვაცნობს მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და ადამიანებს. თხრობა ეყრდნობა ადამიანების ნარატივს და არქივიდან ამოკრეფილ დოკუმენტურ კადრებს (ფოტო/ვიდეო). ფილმებს თან უნდა ახლდეს საინტერესო გრაფიკული გაფორმება და არ უნდა აღემატებოდეს 4-5 წუთს. 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კომპანიის დასახელება/ფიზიკური პირის სახელი, გვარი;
  • კომპანიის/ფიზიკური პირის იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • ბიუჯეტი (დანართის სახით);
  • გადაღებული ვიდეო ფილმების პორტფელი- ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ფილმების/კლიპების ბმულები ან CD-ზე ჩაწერილი გადაღებული ფილმები/ვიდეორგოლები


შემსრულებლის შერჩევის კრიტერიუმი.

კომპანიები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

  • ბიუჯეტი;
  • გამოცდილება- განხორციელებული პროექტები და მათი ხარისხი;
  • ვადები;
  • საავტორო უფლებების მოპოვების შესაძლებლობა მუსიკალურ გაფორმებაზე;
  • ტენდერის მიმდინარეობა.


ტენდერი ჩატარდება შემდეგი სქემით:

მომწოდებელი ოფიციალური წერილით ადასტურებს თანხმობას სატენდერო პროცესში მონაწილეობაზე და აღნიშნულ დასტურს, ზემოთ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად აგზავნის არაუგვიანეს 6 აგვისტოსი, 17:00 საათამდე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Anuka@osgf.ge და გთხოვთ, საკითხის ველში მიუთითეთ შემდეგი: "Tender on Short Documentary Production".

სატენდერო კომისია განიხილავს შემოსულ შემოთავაზებებს და შეაფასებს მათ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. ტენდერის შედეგი წერილობითი ეგზავნება ტენდერის მონაწილე კომპანიას. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

5. წესები და კითხვები:

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიების მიერ მოწოდებული შემოთავაზების მოქმედების ვადა ძალაშია ტენდერის დასრულებამდე; კომპანიები პასუხისმგებელი არიან, შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნონ მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.

კომპანიების შემოთავაზება ფონდს ეგზავნება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: Anuka@osgf.ge 

ტენდერის პროცესთან კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"
მისამართი: ჭოველიძის ქ.10, 0108, თბილისი
ტელ: 2 2550463
მობ: 595 221 999
ელ-ფოსტა: Anuka@osgf.ge 
http://www.osgf.ge 

შენიშვნა: 

ფონდი იტოვებს უფლებას, გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი საჭიროებები მომწოდებლის შერჩევის შემდეგ, კონტრაქტის ხელმოწერამდე. კომპანიები, რომლებიც არ იქნებიან შერჩეული ტენდერში, მიიღებენ წერილობით შეტყობინებას. ეს არის განაცხადი ინფორმაციაზე, რომელიც არ ავალდებულებს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" გადაიხადოს ამ დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებული რაიმე სახის გადასახადები ან დადოს ხელშეკრულება მომარაგებისა და მომსახურების შესახებ. საჭირო მასალა არის შიდა, სხვა შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ. ნებისმიერი თვალსაჩინოება და/ან მოწმობები, რომელიც თან ერთვის განაცხადის ფორმას, უნდა შეივსოს განმცხადებლის მიერ.