საგრანტო კონკურსი “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტების განსაზღვრა“ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის
 

ადამიანის უფლებების პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათარასამთავრობო ორგანიზაციებსარასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებებს (კოალიციებს), უმაღლეს სასწავლებლებს, კვლევით ინსტიტუტებს და საინიციატივო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კვლევის განხორციელებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტების საჭიროების შესახებ.  ასევე პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება კანონპროექტის მომზადებისა და მისი ადვოკატირების პროცესი.

ფონდი დააფინანსებს ერთ საუკეთესო პროექტსრომელიც მიმართული იქნება კვლევებზე/გამოცდილებაზედაფუძნებით კონკრეტული რეკომენდაციების ან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე და მათადვოკატირებაზე.

2014 წლის 23 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა #3/1/574 გადაწყვეტილება. მის მიხედვით დადგინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში არჩევითი თანამდებობის პირების სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება, მათი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუციური გარანტიების, დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების რეალიზაციისთვის, თვისობრივად განსხვავებულ დაცვას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლეოდა პირდაპირი წესით არჩეული მერის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებასსაპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მხარდაჭერას და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტების შესწავლას. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობის პრობლემების სისტემური გაანალიზება, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი თვითმმართველობის მოხელეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და სხვადასხვა საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენება. ამ საკითხის გაანალიზება ხელს შეუწყობს საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების პროცესს.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

· სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობების/პრაქტიკის და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ანალიზი (შედარებით-სამართლებრივი იურისდიქციების შერჩევა საქართველოს კანონმდებლობის მსგავსი იურისდიქციების წარმოჩენით უნდა მოხდეს);

· პროექტის ფარგლებში მომზადებულ კვლევაში სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების დასაბუთება;

· საქართველოს კანონმდებლობის იდენტიფიცირება და ანალიზი სისტემურად უნდა მოხდეს და მოიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის მომწესრიგებელი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნაწილები;

· პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს კანონპროექტები (განმარტებითი ბარათებით) და მათი ადვოკატირების გზები უნდა იქნას გათვალისწინებული;


კონკურსის პირობები:

· განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;

· პროექტს უნდა დაერთოს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

· განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები და ადვოკატირების სტრატეგია;

· განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტული კვლევები და გამოცდილება, რომელსაც ეყრდნობა მისი ადვოკატირების პროექტი;

· პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;

· განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;

· პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;

· განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში 12სექტემბრის ჩათვლით ყოველ სამუშაო დღეს 16:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10. 

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 12 სექტემბერი, 16:00.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40,000 ა.შ.შ. დოლარს.

 

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები:  15 აგვისტოს, 2 და სექტემბერს, 15.00 საათზე  ფონდის ოფისში.

საკონტაქტო პირები: გიორგი ბურჯანაძე - George@osgf.ge, ნიკა ჯეირანაშვილი - Nika@osgf.ge