თუ გსურთ შექმნათ საკუთარი ონლაინრადიო, შემოიტანეთ განაცხადი
 

MICROWAV.FM


ვინ ვართ ჩვენ?

Microwav.fm არის ახალგაზრდებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, საერთაშორისო ონლაინრადიო პლატფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანასწორი პირობებით მონაწილეობისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ აქტიურ ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებსა და ჯგუფებს, რომ მათ წამოიწყონ დებატები ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, დემოკრატიის, გლობალური პრობლემების შესახებ და ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში. Microwav.fm მხარს უჭერს ახალგაზრდულ აქტიურ ჯგუფებს შექმნან დამოუკიდებელი, კრეატიული და ინფორმაციული ონლაინრადიო პროექტები, რომელთა მიზანია დადებითი ცვლილებების განხორციელება საკუთარ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ.  სამიზნე აუდიტორიის ასაკი განსაზღვრულია 15-დან 25 წლამდე. Microwav.fm ფინანსდება "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (SIDA) მიერ.   საქართველოში პროექტის პარტნიორია ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო."

როგორ იდეებს ვეძებთ პროექტისათვის?

  • ახალი ონლაინრადიო არხის შექმნა, რომლის პროგრამების ბადე ძირითადად მოიცავს გასართობ და ცხოვრების წესის შესახებ გადაცემებს (მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა, ხელოვნება, სპორტი). გადაცემები უნდა იყოს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის მარტივად გასაგები და მიმზიდველი ფორმატის და ამავე დროს, პროგრამული ბადე უნდა მოიცავდეს მსჯელობასა და კამათს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, გლობალური პრობლემებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ. მივესალმებით სერიოზული თემების კრეატიული ფორმით მიწოდებისა და გაშუქების იდეებს.

მაგალითად, ინტერესმა კონკრეტული მუსიკალური ჟანრის მიმართ შესაძლოა მოიზიდოს სპეციფიკური აუდიტორია, ხოლო  მუსიკალური, სპორტული  თუ სხვა საერთო ინტერესის  ირგვლივ  გაერთიანებული მსმენელთა ჯგუფი   შესაძლოა უფრო გახსნილი იყოს სხვადასხვა ეთნიკურ თუ სოციალურ საკითხებზე მსჯელობისათვის.

  • ახალი რადიოგადაცემები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რომლებიც განთავსდება უკვე არსებული ონლაინ რადიოარხების სამაუწყებლო ბადეში.
  • ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე ორიენტირებულ ახალ ან არსებულ ონლაინ რადიოარხებსა და ორგანიზაციებს შორის კრეატიული პარტნიორობა. გამომდინარე პროექტის მასშტაბიდან, რომელიც მოიცავს მთელს სამხრეთ კავკასიას, სხვადასხვა სუბკულტურული ჯგუფების ფორმირება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კომუნიკაციის გაფართოებასა და გაღრმავებას.
  • ცალკეული ინტერესთა ჯგუფებისა თუ უმცირესობების პროექტში ჩართვა. იგულისხმება ის სეგმენტი, რომელსაც მოქმედ რადიოარხებზე მომზადებულ გადაცემებში საეთერო დრო სათანადოდ არ ეთმობა.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს სამხრეთ კავკასიიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე აფხაზეთი ან მთიანი ყარაბაღი.
  • აპლიკანტი უნდა წარმოადგენდეს რეგისტრირებულ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს ან ინდივიდთა ჯგუფს, არუნდა იყოს დაკავშირებული სამთავრობო უწყებებთან და არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
  • აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული პროექტი უნდა ემსახურებოდეს ინფორმაციის გავრცელებას ონლაინრადიოს საშუალებით.
  • აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს Microwav.fm პროექტის ძირითადი თემების გაშუქებას: ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა, დემოკრატიული მმართველობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საზოგადოებისათვის აქტუალური თემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
  • აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული პროექტი უნდა გვთავაზობდეს კრეატიულ მიდგომას იმ აუდიტორიის მოსაზიდად, რომელიც არ არის აქტიურად ჩართული საჯარო დებატებში აღნიშნულ თემებზე.

ჩვენ რას გთავაზობთ?

  • შესაძლებლობას შექმნათ და მართოთ ახალი დამოუკიდებელი ონლაინ რადიოარხი. Microwav.fm კი დაგეხმარებათ სათანადო პროგრამული უზრუნველყოფითა და ტრენინგებით.
  • დაკავშირებას არსებულ ან ახალ რადიოარხებთან, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ საკუთარი გზავნილებისა და რადიო გადაცემების ეთერში გაშვებას.
  • საინტერესო შეხვედრებს ონლაინმედიის თემებზე, განსაკუთრებით კი ონლაინრადიოს სიახლეებზე.
  • კრეატიული და აქტიური ახალგაზრდული ჯგუფების ქსელში ჩართვას სამხრეთ კავკასიის მასშტაბით; კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, რომლებსაც სურთ მოახდინონ დადებითი ცვლილებები საკუთარ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ.
  • ონლაინ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საინტერესო აუდიოკონტენტის გაზიარება. შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ როგორც თქვენი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ რადიოგადაცემებზე და გამოიყენოთ ისინი საკუთარი რადიოარხის საეთერო ბადეში, ასევე შეგიძლიათ ამ პლატფორმაზე ატვირთოთ და გააზიაროთ თქვენი კონტენტი.
  • ტრენინგებს შემდეგ თემებზე:

-  მიმზიდველი აუდიოკონტენტის დიზაინი

-  აუდიოკონტენტის ჩაწერა და რედაქტირება

-  საკუთარი ონლაინრადიო გადაცემის მართვა

-  რადიოსთვის არსებული უფასო ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება

  • ონლაინრადიოსთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას
  • ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარი ინიციატივით შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში
  • კონკურსში მონაწილეობას მცირე გრანტის მოსაპოვებლად
  • კონკურსში მონაწილეობას საჭირო აპარატურის მისაღებად
  • რჩევებს პროექტის იდეისა და გეგმების შესახებ

რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?

ჩამოაყალიბეთ თქვენი პროექტის იდეა! ამაში დაგეხმარებათ  თანდართული სააპლიკაციო ფორმა 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2014.

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ჩვენ მზად ვართ სააპლიკაციო ფორმის შევსებისას გაგიწიოთ კონსულტაცია  და გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე.  Microwav.fm-ის  საკონტაქტო ინფორმაცია: 

 

ხატია შალამბერიძე

პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: shalamberidze@osgf.ge

ტელ: 5 91 00 49 14