კონკურსი მედიაგაყიდვების მენეჯერების პოზიციაზე
 

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს მედიაგაყიდვების მენეჯერების პოზიციაზე.  კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გადამზადდებიან და დასაქმდებიან რეგიონული და ნაციონალური მედიასაშუალებების სარეკლამო და  გაყიდვების სამსახურებში.  გაყიდვების მენეჯერის კვალიფიკაცია უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. კარგი კომუნიკაციის უნარი

2. სიბეჯითე

3. სოციალური აქტიურობა

4. საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა

5.  თვითრეალიზების სურვილი

6.  აგრეთვე სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს განათლება და/ან სამუშაო გამოცდილება ბიზნესის, მედიის და/ან ჟურნალისტიკის სფეროში

თუ ხართ აქტიური, შრომისმოყვარე და მოტივირებული, თუ გსურთ გაყიდვებში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება მედიაგაყიდვების სფეროში, ელფოსტის საშუალებით გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV  შემდეგ მისამართზე: mediasales@osgf.ge.   სამოტივაციო წერილში განმარტეთ რატომ გსურთ მედიაგაყიდვებში დასაქმება და რამდენად მიესადაგება თქვენი პიროვნული თვისებები ჩვენთვის სასურველი კანდიდატისას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 ოქტომბრის 18:00.  პირველადი გასაუბრებების შედეგად კანდიდატები შეირჩევა ოქტომბრის მეორე ნახევარში. ნოემბერ-დეკემბერში „მართვის აკადემია" ჩაატარებს პროფესიულ ტრენინგებს. შერჩეული და გადამზადებული კანდიდატები დასაქმდებიან  2015 წლის იანვრიდან.

საკონტაქტო პირი: ნანა აბურჯანიძე, მობ.: 591704050

###

20 წელის თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად