კონკურსი ჟურნალისტებისათვის: “ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის“ თემაზე საუკეთესო სტატიის, სიუჟეტის გამოსავლენად
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის მიმართულება აცხადებს კონკურსს: ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის თემაზე საუკეთესო სტატიის, ბლოგისა და ტელესიუჟეტის გამოსავლენად.

სტატია, ბლოგი და ტელესიუჟეტი უნდა შეეხებოდეს ქვემოთ მოყვანილი თემებიდან ერთ-ერთს, კერძოდ:

  • პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვები და მოზრდილები
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
  • წამალდამოკიდებული პირები
  • აივ ინფიცირებული და/ან შიდსით დაავადებული პირები

სტატია, ბლოგი და ტელესიუჟეტი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანურ ისტორიებს და ასახავდეს მათ უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობისა და სერვისების ხელმისაწვდომობას, ასევე ამ სფეროში არსებულ სიტუაციასა და პოლიტიკას.

სტატია და ბლოგი შეიძლება გამოქვეყნებული იყოს, როგორც გაზეთში/ჟურნალში, ასევე ინტერნეტ გამოცემაში, ხოლო ტელესიუჟეტი - გავრცელებული ნებისმიერი ტელეარხის ეთერით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს  ა.წ 25 სექტემბრიდან 25ოქტომბრის ჩათვლით. 

მასალის საკონკურსოდ წარდგენის ფორმატი: 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ბეჭდური სტატიის დედანი,  CDზე ჩაწერილი ტელესიუჟეტი, ონლაინ სტატიისა და ბლოგის ლინკი, ამობეჭდილი სტატია/ბლოგი, გამოქვეყნების თარიღი, ავტორის სახელი, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი, ელ-ფოსტა). 

შეფასება: 

წარმოდგენილი მასალა შეფასდება როგორც ინფორმაციული ღირებულების, ასევე წერისა და მასალის მომზადების სტანდარტების, ბალანსის დაცვისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით.

ჯილდო: 

განიხილება ყველა სტატია, ბლოგი და ტელესიუჟეტი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.

დაჯილდოვდება 1 საუკეთესო ბეჭდური სტატიის, 1   საუკეთესო ტელესიუჟეტის და 1 საუკეთესო ბლოგის ან ონლაინ სტატიის ავტორი:

§  საუკეთესო ბეჭდური სტატიისთვის -  600 აშშ დოლარი

§  საუკეთესო ტელესიუჟეტისთვის - 800 აშშ დოლარი

§  საუკეთესო ბლოგის ან ონლაინ სტატიისთვის -  600 აშშ დოლარი

ნამუშევრების ჩაბარების წესები:

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ნამუშევარი ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

საუკეთესო ნამუშევარი შესაძლოა განთავსდეს ფონდის ვებგვერდზე, გავრცელდეს სხვადასხვა მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.

კონსულტაციები:

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 24 და 29 სექტემბერს 12:00 საათზე და 13 ოქტომბერს 12:00 საათზე  ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2014  წლის 28 ოქტომბერი, 17:00 საათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი 

ქ. თბილისი, ჭოველიძის 10

###

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კიკნაძეს ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.ge, ტელ: +(995322) 25 04 63.