სტრატეგიული სამართალწარმოება და ადვოკატირება საკანონმდებლო ცვლილებებისთვის
 

„კანონის და ჯანმრთელობის" მიმართულება აცხადებს საგრანტო კონკურსს იურიდიული ფირმებისათვის, კოალიციებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის "სტრატეგიული სამართალწარმოება და ადვოკატირება საკანონმდებლო ცვლილებებისთვის".

„კანონის და ჯანმრთელობის" მიმართულების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის საქმეებზე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო სასამართლოებში.

კონკურსის მიზანი:

კუნკურსის მიზანია სტრატეგიული სამართალწარმოების გზით პაციენტის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ჯანდაცვის უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. სტრატეგიული სამართალწარმოების ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას. ეს ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის დადებითი კუთხით შეცლისა და საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ-სამართლებრივ სისტემაში დანერგის გზით. მეტი ინფორმაციისთვის პაციენტის უფლებების და ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის შესახებ იხილეთ სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" - www.healthrights.ge.

ფონდი დააფინანსებს  ერთ პროქტს, რომელიც:

- არსებული სტრატეგიული საქმეების ანალიზის და საქართველოს პარლამენტთანთანამშრომლობის გზით მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს;

- მოიძიებს და შეკრიბავს საქმეებს, სადაც დაღვეულია ჯანდაცვის უფლება;

- მოამზადებს  ანგარიშებსა და შედარებით ანალიზებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის პირობები და ვადები

განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს:

-  სამ ეგზემპლიარად (1 ორიგინალი და 2 ქსეროასლი).დამატებით 1 ინგლისური ეგზემპლარი აუცილებელია. ასევე აუცილებელია პროექტს თან ერთვოდეს CD-ზე ჩაწერილი პროექტი, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე;

- თანამშრომლობის წერილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის, იურიდიული და ან ადამიანის უფლებების კომიტეტიდან;

-  პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის  გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე:  

- პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

- განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები და ადვოკატირების სტრატეგია;

- განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტული კვლევები და გამოცდილება, რომელსაც ეყრდნობა მისი ადვოკატირების პროექტი;

- პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;

- განსახილველი საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინოთ  "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში"   21 სექტემბრის  16:00  საათამდე.

21 სექტემბრის  16:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები  განხილვას არ დაექვემდებარება.

დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა:  15 000 აშშ დოლარი

დასაფინანსებელი პროექტების  სავარაუდო რაოდენობა: კონკურსის ფარგლებში  დაფინანსდება 1 საუკეთესო  პროექტი

პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღია 2015 წლის 1 ნოემბერი და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება:  7 და  10 სექტემბერს  12:30 საათზე  ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) # 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს 25 04 63, შიდა 315

საკონტაქტო პირი  ნინო კიკნაძე,   ელ. ფოსტა: nkiknadze@osgf.ge