შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების აღწერა
 

"კანონის და ჯანმრთელობის" პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურს „ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების აღწერა (Mapping)",  რომელშaიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს.

კონკურსის მიზანია მომზადდეს დოკუმენტი, თუ რა ეტაპზე და როგორ უჭერს მხარს სოციალური თუ ჯანდაცვის სისტემა შეზღუდული შესაძლებლბის მქონე პირებს. კერძოდ, აღწეროს, თუ როგორ  მიემართება სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისათვის (ბავშვები 6 წლამდე, 6-18 წლამდე, სრულწლოვნები, ხანდაზმულები და სხვა) თუ სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირებს (უსინათლოები, დაუნის სინდრომის მქონე პირები, აუტისტური სპექტრის აშლილობის  და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები, ეტლით მოსარგებლეები).

მნიშვნელოვანია მომზადდეს ერთიანი სქემა (სრული მხარაჭერის პაკეტი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის;  

დოკუმენტის მომზადების შემდგომ ეტაპზე, უნდა გაკეთდეს ნაკრები (toolkit) ფუნქციური მდგომარეობების მიხედვით (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტისტური სპექტრი და სხვა), რომელშიც აღწერილი იქნება არსებული სერვისები, სარგებლის სრული აღწერა სხვადასხვა კომპონენტების გამოყენებით, სახელმწიფო პროგრამები, დაფინანსების წყაროები და სხვა. აღნიშნული ნაკრები დიაგნოზის და სტატუსის მინიჭების შემდეგ უნდა გადაეცეს თითოეულ პაციენტს და შშმ პირს.

ფონდი დააფინანსებს ერთ საუკეთესო პროექტს;

კონკურსის პირობები:

§  განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს „ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;

§  პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

§  განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს პროექტის განხორციელების გზები და ადვოკატირების სტრატეგია;

§  პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;

§  განმცხადებელს უფლება აქვს ამ კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;

§  პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;

§  განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში 22 თებერვლის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 თებერვალი, 16:00.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს  14 000 აშშ დოლარს.

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 10 და 15 თებერვალს, 12:30 საათზე  ფონდის ოფისში.

საკონტაქტო პირები: ნინო კიკნაძე - nkiknadze@osgf.ge