კონკურსი პაციენტის უფლებების შესახებ სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად ეთნიკურ უმცირესობებში
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა სფეროში  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლობას, კანონის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დასაცავად.

სამიზნე ჯგუფი: - პაციენტები

კვლევის მიზანი:

კვლევის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის (მინიმუმ 1000 რესპოდენტი) პაციენტის უფლებების მდგომარეობის შესწავლა. 

ამოცანები:

კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს:

დაცულია თუ არა პაციენტის 9 ძირითადი უფლება ეთნიკურ უმცირესობებში. ესენია: პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ინფორმაციის მიღების უფლება; ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება; სიცოცხლის უფლება; უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტზე; წამების და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება; დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება.

კონკურსში მონაწილეობა:

სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  შესაბამის ორგანიზაციებს,საინიციატივო  და სოციოლოგთა ჯგუფებს, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხვისათვის და პაციენტის უფლებების სფეროში სათანადო რესურსი და გამოცდილება გააჩნიათ.

კონკურსის ძირითადი პირობები:

Ø კვლევამ უნდა მოიცვას მინიმუმ 1000  რესპოდენტი;

Ø ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 11 000  აშშ დოლარს;

Ø ფონდიდან მოთხოვნილი თანხა, პროექტით გათვალისწინებულ სხვა ხარჯებთან ერთად უნდა მოიცავდეს: კითხვარის მომზადების, სოციოლოგიური გამოკითხვის, ანკეტების დამუშავების და მონაცემთა თუ ფოკუს ჯგუფის  შედეგების  ანალიზის საფასურს;

- იმ შემთხვევაში თუ რესპოდენტებს ექნებათ ენის პრობლემა, გამოკითხვა  უნდა ჩატარდეს  მათთვის გასაგებ ენაზე.

საპროექტო წინადადების წარმოდგენა:

კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფონდი არ ავალდებულებს განმცხადებლებს იხელმძღვანელონ ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველოს" საკონკურსო განაცხადის ფორმით (გარდა თავფურცელისა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ელ. მისამართზე: http://www.osgf.ge ან ფონდის სამდივნოში).

საპროექტო წინადადება  უნდა მოიცავდეს:

Ø სრულ ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;

Ø ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების ჩამონათვალს;

Ø კვლევის მეთოდოლოგიას, ძირითად ინდიკატორებს, კითხვარის ბლოკებს და 2-3 კითხვარის ნიმუშს;

Ø სამოქმედო გეგმას და  შესრულების განრიგს;

Ø დეტალურ ბიუჯეტს.

გარდა ამისა, საპროექტო განაცხადს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორიცელებელი ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები.

§ დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი განაცხადის შემოტანა.

§ კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 3 ეგზემპლარად და თან დართული 1 ელექრუნილი ვერსია ჩაწერილი CD-ზე. აღნიშნული უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონსულტაციის დღეები: 19 და 28 აპრილი 12:30 საათი

განაცხადების მიღება:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 15 მაისამდე.

მისამართი:  ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52.

საკონტაქტო პირი: 

ნინო კიკნაძე

ელ. ფოსტა nkiknadze@osgf.ge