კონკურსი ბავშვთა ჰოსპისის ლოგოს „ციცინათელების სამყარო“ შესაქმნელად

2016 წლის ბოლოს  საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნაა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც  პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.

პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებზე გრძელვადიან ზრუნვას, ხოლო ჰოსპისი, ეს არის დაწესებულება/სახლი (და არა საავადმყოფო), სადაც დაავადებულ ბავშვებზე ექთნები, ექიმები, ფსიქოლოგები და მოხალისეები, ოჯახის წევრები და ნებისმიერი პროფესიის ადამიანები ზრუნავენ.  პალიატიური მზრუნველობის მთავარი არსი ადამიანისთვის ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფაა. მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, ყველა ადამიანს აქვს უფლება,  გააგრძელოს  ღირსეული ცხოვრება იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მისი ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემები იძლევა.  ამ პროცესში მნიშვნელოვანია პალიატიური მზრუნველობის როლი, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, დაავადებით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას და ფსიქოლოგიურ დახმარებას, მეორე მხრივ კი ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პაციენტი სრულფასოვნად იგრძნობს თავს. 

2013 წელს ჩატარდა კვლევა ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებაზე საქართველოში. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება. 2013 წელს ფონდმა დააფუძნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია "ბავშვთა ჰოსპისი", რომლის გუნდი ბავშვებს უსასყიდლოდ, ბინაზე ემსახურება.

2015 წელს ფონდთან ერთად ბავშვთა ჰოსპისის შექმნის იდეას სხვა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.  პროცესში ჩაერთნენ სამედიცინო კორპორაცია "EVEX"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინდივიდუალური დონორები. ჰოსპისის აშენება და გახსნა 2016 წელს არის დაგეგმილი.  

ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია

ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან.

ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი 1 ან 2, მაქსიმუმ 3 სართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.

კონკურსის მიზანი

კონკურსის ფარგლებში, ააიპ "ბავშვთა ჰოსპისი" და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" იწვევს ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს  შემოგვთავაზონ ჰოსპისის ლოგოს "ციცინათელების სამყარო" იდეები.

ციცინათელების სამყარო - ჰოსპისის კონცეფცია (ინტერიერი) აწყობილი იქნება არჩილ სულაკაურის ზღაპრის -  „სალამურას თავგადასავალის" მიხედვით, შესაბამისად ჰოსპისის სახელწოდება იქნება „ციცინათელების სამყარო".

იდეის მოწოდების ფორმატი თავისუფალია. შესაძლოა იდეის მოწოდება მოხდეს როგორც ელექტრონულად, ასევე ესკიზების/ჩანახატების სახით ან მულტიმედიური საშუალებებით. ფორმატის შერჩევა ავტორის შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული.

შერჩევის კრიტერიუმები

§  ლოგოს რელევანტობა ჰოსპისის შინაარსთან;

§  მასალის მოწოდების ფორმა და შინაარსი;

§  აპლიკანტის შემოქმედებითი მიდგომა.

შერჩევის პროცედურა

მოწოდებული მასალა განხილული იქნება სპეციალური კომისიის მიერ, რომელშიც შევლენ: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" და ააიპ „ბავშვთა ჰოსპისის" წარმომადგენლები, დონორები და ჰოსპისის არქიტექტორი.

მასალის საკონკურსოდ წარდგენის ფორმატი

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ბეჭდური და ასევე CDზე ჩაწერილი მასალა; ავტორის სახელი, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი, ელ-ფოსტა). მოწოდებულ

ჯილდო

განიხილება ყველა წარმოდგენილი მასალა, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.

ფონდი დააჯილდოვებს 1 საუკეთესო იდეის ავტორს და იტოვებს უფლებას მათი იდეები გამოიყენოს სრულად ან ნაწილობრივ.

გამარჯვებული ლოგოს ავტორი დაჯილდოვდება 500 ლარით

ნამუშევრების ჩაბარების წესები

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს გამარჯვებული ნამუშევარი ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

გამარჯვებული იდეები შესაძლოა განთავსდეს ფონდის ვებგვერდზე, გავრცელდეს სხვადასხვა მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.

კონსულტაციები

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 13 და 23 ივნისს  17:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2016  წლის 30 ივნისი, 17:00 საათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი 

ქ. თბილისი, ჭოველიძის 10

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კიკნაძეს  (ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.ge)   ტელ: +(995322) 25 04 63 - შიდა 317

გთხოვთ ესტუმროთ ბავშვთა ჰოსპისის გვერდს ფეისბუქზე - შინ ზრუნვა პალიატიური მზრუნველობის ბავშვებისთვის და ჰოსპისის ვებ გვერდს www.childrenshospice.org.ge

 შთაგონებისთვის შესაძლოა გამოიყენოთ მოცემული ვებრესურსები:

საქართველოს ჰოსპისის (შინ ზრუნვის)გვერდი ფეისბუქზე: მოიწონეთ -  შინ ზრუნვა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვებისთვის

საუკეთესო ბავშვთა ჰოსპისების მაგალითები მსოფლიოში:

1. www.baerenherz-leipzig.de

2. www.sonnenhofberlin.de

3. www.bjoem-schulz-stiftung.de

4. http://www.kinderhospicebinnenveld.nl/;

5. http: www.pallieterburght.nl

6. http://www.johnnysangels.org/hospicecare.htm