ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე
 

პროექტის კოორდინატორი წარუძღვება ადამიანის უფლებების პროგრამის შიდა პროექტის „სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მხარდაჭერა" საქმიანობას და განახორციელებს პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობების მონიტორინგს.

პროექტი ხორციელდება 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა მრავალი აქტივობა.  ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესწავლა, მათზე დაკვირვება და მონიტორინგი.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაოს ხანგრძლივობა: 6 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2016.


ძირითადი
 მოვალეობების აღწერა:

*  სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი;

*  ჯგუფის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

*  ჯგუფის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;

*  პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;

*  სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საერთაშორისო დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;

*  სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ პირებთან თანამშრომლობა.


აუცილებელი მოთხოვნები:

*  უმაღლესი იურიდიული განათლება, ან აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებების სამართალში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

*  იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

*  ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);

*  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

*  შრომის დისციპლინა და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;

*  გუნდური მუშაობის გამოცდილება;

*  დეტალებზე ორიენტირებულობა;

*  კრეატიულობა;

*  ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
 

სასურველია:

* ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ან საერთაშორისო დონორთან მუშაობის გამოცდილება

ანგარიშგება:  პროექტის კოორდინატორი ანგარიშვალდებული იქნება ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის და მენეჯერის წინაშე.

სამუშაოს ანაზღაურება:

განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციის, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სახელფასო ისტორიის გათვალისწინებით.

განაცხადის შემოტანა:

მსურველებმა ორივე ელექტრონულ მისამართზე: <hr@osgf.ge>; უნდა გამოაგზავნონ  ქვემოთ მითითებული დოკუმენტები:

1. რეზიუმე (СV მაქს. 2 გვერდი) - მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);

2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

3. ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები.

4. პირადობის მოწმობის ასლი.

წერილის სათაურში მიუთითეთ: პროექტის კოორდინატორის ვაკანსია, თქვენი გვარი და სახელი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივლისი.
 

ფონდის მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით.

განაცხადებს განიხილავს ფონდის საკონკურსო კომისია რამოდენიმე ეტაპად.

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს (კანდიდატის საბუთების განხილვა). 

საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

ელექტრონული ფორმით განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო
შერჩევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.


დამატებითი
 ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: (+995 32) 25 04 63(+995 32) 25 05 92(+995 77) 47 11 63
ელ.ფოსტა: hr@osgf.gegeorge@osgf.ge

ვებ-გვერდი: www.osgf.ge 

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.