ტენდერი ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ვებგვერდის რედიზაინის მომწოდებლის შესარჩევად
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" www.osgf.ge არამომგებიანი, არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრია. იგი საქართველოში 1994 წლიდან ოპერირებს.

ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.


დღესდღეობით ფონდი რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, რომელთაც საკუთარი პრიორიტეტული მიმართულებები გააჩნიათ და ეხმაურებიან ადგილობრივ გამოწვევებს.

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" სამიზნე აუდიტორია:

- პოლიტიკის შემმუშავებლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები
- მთავრობის წარმომადგენლები 
- არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები
- მედია
- სტუდენტები 
- ღია საზოგადოების ფონდების ქსელი

მთავარი დანიშნულება

ვებგვერდი www.osgf.ge ფონდის მთავარი ორენოვანი ონლაინ პლატფორმაა. მისი მეშვეობით ხდება კომუნიკაცია ფონდის აქტივობის შესახებ და მასზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს ფონდის ოფიციალურ პოზიციას. 
გრანტების გაცემის პარალელურად ფონდი საკუთარი რესურსითაც ახორციელებს პროექტებს, ხშირად გეგმავს ადვოკატირების და კომუნიკაციის კამპანიებს, როცა მიზნის მისაღწევად საზოგადოების ფართო მასების მონაწილეობა და ჩართვა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ფონდის ვებგვერდი უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული, წარმოაჩენდეს ფონდის საქმიანობის მრავალფეროვნებას. ამავე დროს, უნდა იყოს მარტივად სანავიგაციო.
გარდა მუდმივად არსებული სტანდარტული გვერდებისა, ვებგვერდი უნდა იძლეოდეს კონკრეტული თემის ან პროექტის აქცენტირების საშუალებას და მოიცავდეს მუდმივად განახლებად ბაზებს. (მაგალითისთვის იხ. საგრანტო ბაზა http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26). ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა ზოგადი ძიების ფუნქციისა, ვებგვერდს უნდა გააჩნდეს კონკრეტულ ბაზებში კონკრეტული ინფორმაციის მოძიების ფუნქცია.

რედიზაინის მიზანი და მახასიათებლები:

საიტი უნდა წარმოადგენდეს ორგანიზაციის სახეს, რომელიც ნებისმიერ ინფორმაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ადვილად ხელმისაწვდომს გახდის ონლაინ მომხმარებლისთვის ვებსივრცეში:

  • შინაარსობრივი: ვებგვერდის შინაარსის უკეთ და სრულად წარმოჩენა, სტრუქტურისა და ნავიგაციის გამართვა 
     

    მარკეტინგული მახასიათებლები:
     
    • ეფექტური SEO (საძიებო დირექტორიის ოპტიმიზაცია) კონტენტი, რაც უზრუნველყოფს საიტის მოწინავე პოზიციას საძიებო დირექტორიებში
    • რესფონსივ სტრუქტურა
    • მატერიალ დიზაინის სტანდარტები 
    • აუდიტორიასთან ორმხრივი კომუნიკაციის და ინტერაქციის საშუალება
    • დაკავშირებული კონტენტის გენერირების საშუალება (თეგები)
       
  • პროგრამული მახასიათებლები:
     
    • მოქნილობა- საიტი უნდა იძლეოდეს ელემენტების დამატების ან გათიშვის შესაძლებლობას და ახალი ფუნქციების მარტივად ჩაშენების შესაძლებლობას
    • მარტივი ნავიგაცია ყველა ტექნიკური საშუალებით წვდომისთვის
    • ადმინისტრატორების ფუნქციების მართვა ვებგვერდის რედაქტორის მიერ- შეუზღუდავი და შეზღუდული ფუნქციების მინიჭება 
    • ადაპტირებული, თავსებადი და ინტეგრირებადი ყველა თანამედროვე კოდთან და ალგორითმთან
    • საიტი უნდა იყოს აგებული საერთაშორისოდ დოკუმენტირებულ Open Source პლატფორმით ან სათანადოდ აპრობირებული უნიკალური კონსტრუქტორით
    • თანამედროვე ტიპოგრაფიული სტანდარტები ადაპტირებული როგორც ვებ, ასევე ანდროიდების და სხვადასხვა გაჯეტების მომხმარებლისთვის
    • საწყის გვერდზე ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა- ვიდეო, ფოტოს დამატება, ბლოკების გათიშვა-დამატება და ა.შ

შესასრულებელი სამუშაო კონკურსში გამარჯვების შემდეგ:  

  • ვებგვერდის ვიზუალური და შინაარსობრივი კონცეფციის შექმნა
  • სტრუქტურის შექმნა
  • ვებგვერდის პროგრამული ნაწილის შექმნა და ვებგვერდის გამართვა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად
  • ამჟამად ვებგვერდზე www.osgf.ge განთავსებული ინფორმაციის გადატანა ახალ ვებგვერდზე
  • განახლებული ადმინისტრაციული პანელის მართვის ტრენინგი
  • ტექნიკური მოხმარების დოკუმენტაციის/ვიდეოტრენინგის მომზადება
  • ტექნიკური მხარდაჭერა 1 წლის მანძილზე
     

თანამშრომლობის პროცესის მონახაზი:  

  • პირველი გასაუბრება მომწოდებელსა და შემსრულებელს შორის
  • შემსრულების მიერ არსებული ვებგვერდის და ანალოგიური ვებგვერდების შესწავლა 
  • დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალების მომზადება
  • ვიზუალური და შინაარსობრივი კრეატიული კონცეფციის შემუშავება შემსრულებლის მხრიდან
  • 3 განსხვავებული სახის გრაფიკული მონახაზის შემუშავება კონცეფციის დამტკიცების შემდგომ, რაც გულიხსმობს მენიუების და შორტკატების გადანაწილებას და პოზიცირებას.
  • დიზაინის დამტკიცება და პროგრამული მუშაობის დაწყება
  • დემოვერსიის განხილვა, საჭირო ცვლილებების შეტანა
  • შემოწმება კომპანიის მხრიდან
  • ერთობლივი შემოწმება
  • არსებულ ვებგვერდზე www.osgf.ge განთავსებული ინფორმაციის სრულად გადატანა ახალ ვებგვერდზე
  • განახლებული ადმინისტრაციული პანელის მართვის ტრენინგი
  • ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა ვებგვერდის გაშვების შემდგომ

შერჩევის პროცესი:

პირველადი განხილვის შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მოკლე სიით შერჩეულ განმცხადებლებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება დაკავშირება რეკომენდატორებთან.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია და განაცხადის შემოტანის წესი:

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:      

  • დეტალური ბიუჯეტი, ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული
  • პროექტის განხორციელების მენეჯმენტი - დროში გაწერილი სამუშაო პროცესის ასახვა
  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია/პორტფოლიო
  • წარმდგენის იურიდიული რეკვიზიტები
  • მოთხოვნების შესაბამისი კონცეპტი ვებგვერდისთვის (სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო)

შენიშნვა: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ უფლებას იტოვებს, დაუკავშირდეს პორტფოლიოში წარმოდგენილ ორგანიზაციებს რეკომენდაციის გამოთხოვის მიზნით.

წარმოდგენილი მასალა უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, მომწოდებლის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 30 სექტემბრამდე.

მითითებული ფორმით განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის 10 (ფილარმონიის მიმდ. ტერიტორია). საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი. ოფისის ტელეფონი: (032) 2 225 04 63 მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge.
დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრის დანიშვნა შესაძლებელია 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე.