კონკურსი ვიდეოფილმების მოსამზადებლად
 

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ვიდეო-ფილმების კონკურსს.

კონკურსი ცხადდება პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 5-6 წუთიანი სამი ვიდეო-ფილმი შემდეგ თემებზე:

** ბავშვთა შრომა და სიღარიბე;
** ბავშვთა შრომის პრევენცია;
** ადრეული ქორწინება.
** დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტები, რომლებიც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული პრობლემების გაშუქებას ისახავენ მიზნად, გვთავაზობენ ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების ფართო საზოგადოებამდე მიტანას.

ვიდეო-ფილმი მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, თან ახლდეს ინგლისური, სომხური, რუსული და აზერბაიჯანული სუბტიტრები. ფილმის თარგმნის ხარჯებს გასწევს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

თითოეული ვიდეო-ფილმის ღირებულება შეადგენს 2 600 ლარს. ფიზიკური პირისთვის აღნიშნულ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ორგანიზაციისთვის თანხაში არ შედის დღგ, რადგან პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან.

ვიდეო-ფილმების მომზადების პერიოდია 2017 წლის იანვარი-ივლისი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ვიდეო ფილმების შექმნის გამოცდილება
** დაინტერესებულმა კანდიდატმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს:
** CV (თუ კონკურსანტი ფიზიკური პირია);
** ვიდეო-ფილმის შემქმნელთა ჯგუფის CV-ები (თუ კონკურსანტი იურიდიული პირი ან საინიციატივო ჯგუფია);
** სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
** შერჩეული ვიდეო-ფილმის სინოფსისი და ტექნიკური მახასიათებლები (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
** აპლიკანტის მიერ შექმნილი ვიდეო-ფილმების ელექტრონული მისამართები/ბმულები;
** დანართში წარმოდგენილი შევსებული ბიზნეს კითხვარი (თუ კონკურსანტი იურიდიული პირია).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირმა ან ორგანიზაციამ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 21 ნოემბერი. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: ვიდეო-ფილმის მომზადება.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, 14 ნოემბერს, 17 საათზე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა # 10.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2016 წლის 11 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1NT-xdDA9M2WEl9lTI80ZUSgSpHZ0pNafJJjexyxR0gc/edit