კონკურსი სატელევიზიო ფილმების მოსამზადებლად
 

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს სატელევიზიო ფილმების კონკურსს.

კონკურსი ცხადდება პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

პროექტი დააფინანსებს სამ სატელევიზიო ფილმს შემდეგ თემებზე:

** ბავშვთა შრომა
** ადრეული ქორწინება
** მოწყვლადი ბავშვების საგანმანათლებლო უფლებები.

დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტები, რომლებიც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული პრობლემების გაშუქებას ისახავენ მიზნად, გვთავაზობენ ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების ფართო საზოგადოებამდე მიტანას. 

ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 11,300 ლარს.
სატელევიზიო ფილმების წარმოების პერიოდია 2017 წლის იანვარი- ივლისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სატელევიზიო ფილმების შექმნის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

საკონკურსო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა კანდიდატმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს:

** სატელევიზიო ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;
** სამოტივაციო წერილი(არა უმეტეს 300 სიტყვისა);
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
** შერჩეული სატელევიზიო ფილმის/ფილმების სინოფსისი;
** განმცხადებლის წინა ნამუშევრების ელექტრონული მისამართები/ ბმულები;
** დანართში წარმოდგენილი შევსებული ბიზნეს კითხვარი (ორგანიზაციის შემთხვევაში).

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, დახურულ კონვერტში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა, # 10, 2016 წლის 21 ნოემბერს, 18:00-მდე.

კონვერტს უნდა ეწეროს:

** სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
** პროექტი: ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის
** კონკურსის დასახელება: სატელევიზიო ფილმების მომზადება
** წარმდგენის გვარი და სახელი
** თარიღი: 21 ნოემბერი, 2016 წელი

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, 14 ნოემბერს, 17 საათზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა # 10.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2016 წლის 11 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1SpLuKyI49xR_rzhRW4VaIKe-bGmM84wZUaDj1kFt7G0/edit