კონკურსი რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებისათვის და სოციოლოგთა ჯგუფებისათვის

 

კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა 


 

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა ახორციელებს შიდა პროექტს "ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში". პროექტი ითვალისწინებს ყოველწლიური გამოცემის მომზადებას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შეფასება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგების ყოველწლიური ანალიზი. გამოცემა შემდეგი თემებისაგან შედგება: პოლიტიკის ანალიზი, საკანონმდებლო აქტივობა, თვითმმართველობების ინსტიტუციონალური სტრუქტურა; თვითმმართველობათა ფორმირება და საქმიანობა; თვითმმართველობათა ფინანსური საფუძვლები; თვითმმართველობათა ქონებრივი ბაზა; ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის; თვითმმართველობის უნარები; საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

ვლევის მიზანი:
გამოცემისათვის საქართველოს ყველა რეგინში უნდა ჩატარდეს რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანია თვითმმართველობის რეფორმის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ძირითადი თანამონაწილეობისა და თანამონაწილეობისადმი მზაობის ხარისხის შეფასება.

კონკურსში მონაწილეობა:
რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის ორგანიზაციებს და სოციოლოგთა ჯგუფებს, რომლებსაც რეგიონებში სოციოლოგიური გამოკითხვისათვის სათანადო რესურსი და გამოცდილება გააჩნიათ.

კონკურსის ძირითადი პირობები:
კვლევა უნდა ჩატარდეს საქართველოს მასშტაბით და უნდა მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მინიმუმ 1000 რესპოდენტი;

  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3500 აშშ დოლარს;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეიცავდეს: კითხვარის მომზადების, სოციოლოგიური გამოკითხვის, ანკეტების დამუშავების და მონაცემთა ანალიზის საფასურს;

საპროექტო წინადადების წარმოდგენა:
კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფონდი არ ავალდებულებს განმცხადებლებს იხელმძღვანელონ ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველოს" საკონკურსო განაცხადის ფორმით (გარდა თავფურცელისა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე ან ფონდის სამდივნოში).

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • სრულ ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;
  • ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების ჩამონათვალს;
  • კვლევის ძირითად ინდიკატორებს, კითხვარის ბლოკებს და 2-3 კითხვის ნიმუშს;
  • სამოქმედო გეგმას და შესრულების განრიგს;
  • დეტალურ ბიუჯეტს.

გარდა ამისა, საპროექტო განაცხადს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორიცელებელი ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები.

  • დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი განაცხადის შემოტანა.
  • კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 3 ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

განაცხადების მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2006 წლის 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის 17:00 საათამდე.

მისამართი: ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52.

საკონტაქტო პირი: კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი თინათინ ბოლქვაძე. ელ. ფოსტა tiniko@osgf.ge