კონკურსი აფხაზეთისა და ყოფილისამხრეთ ოსეთის ა.ო.-ის კონფლიქტის ზონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ მომზადებული საუკეთესო პროექტების გამოსავლენად

 

ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების და
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამები

აცხადებენ საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანია  

ხელი შეუწყოს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კონფლიქტის ზონებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, ასევე დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას კონფლიქტის ზონებში.

კონკურსის პირობები

-          პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით;
          განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს:
1.       განაცხადის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუციური პრობლემების გადაჭრას და მისი ორგანიზაციული მდგრადობის ზრდას;
2.       კონფლიქტის ზონაში მხარეთა შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ხელშეწყობას.
-          პირველი ტიპის პროექტის განხორციელებისათვის (ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 8 000 აშშ დოლარს;
-          მეორე ტიპის პროექტის განხორციელებისათვის (კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ხელშეწყობა) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ორი ან მეტი ორგანიზაციის მიერ კოალიციურად მომზადებულ პროექტებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პროექტში ჩართულნი არიან ორგანიზაციები კონფლიქტის სხვადასხვა მხრიდან.
გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორიცელებელი ჯგუფის წევრების, ასევე პროექტში მოწვეული ექსპერტების ბიოგრაფიები. დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის შემოტანა.
კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა პროექტი უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
მისასალმებელია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროებიდანაც, ამ შემთხვევაში გთხოვთ განაცხადში (ასევე პროექტის ბიუჯეტში ცალკე სვეტად) მიუთითოთ დაფინანსების სხვა წყაროები და დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2006 წლის 8 ნოემბრიდან 2006 წლის 5 დეკემბრის 17:00 საათამდე. მისამართი ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52. 

საკონტაქტო პირები:

გივი ორდენიძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი  
მიხეილ მირზიაშვილი, ინტეგრაციისა და სამოქალაქო განვითარების პროგრამის მენეჯერი

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება 15 ნოემბრიდან ყოველ ოთხშაბათს  15:00 საათზე ფონდის ოფისში.