კონკურსი: 'საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა'

 

კონკურსის მიზანია  
ხელი შეუწყოს: საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისა და  ასევე, 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციას; კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ინიციატივებსა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენას.

კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება რეგიონებში მოღვაწე ორგანიზაციებსა და ადგილზე განსახორციელებელ პროექტებს.

კონკურსის პირობები
პროექტი შემუშავებული უნდა იყოს ფონდის საგანაცხადო ფორმის მიხედვით. საგანაცხადო ფორმის მიღება შესაძლებელია ფონდის ოფისში ასევე ვებ გვერდზე.

გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების, ექსპერტებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები. ასევე, სფეროში მომუშავე ექსპერტთა ან ორგანიზაციათა 2 სარეკომენდაციო წერილი.

დაუშვებელია ერთი კონკურსის ფასრგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის შემოტანა.

პროექტი უნდა იქნას შემოტანილი 3 ეგზემპლიარად.

ფონდში შემოსული ყველა პროექტი უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. დარეგისტრირებული მასალები ავტორებს აღარ უბრუნდება.

დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან;

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს $14 000-ს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2007 წლის 1  მაისიდან 2007 წლის 5 ივნისის  ჩათვლით 17:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი: მიხეილ მირზიაშვილი, ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერი

მისამართი ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52, ელ.ფოსტა - mikheil@osgf.ge.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება 15, 22, 29 მაისს  16:00 საათზე ფონდის ოფისში.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  10 ივლისს.