დასრულებული

09 ნოემბერი 2011 კონკურსი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და  კოალიციებისთვის. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ნოემბერი, 16:00 საათი.

09 ნოემბერი 2011 საგრანტო კონკურსი: ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: ა.წ. 7 ნოემბერი, 16:00 საათი

03 ნოემბერი 2011 თანამედროვე ხელოვნების კურატორების სემინარი

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო გიწვევთ თანამედროვე ხელოვნების კურატორების სემინარზე.
საბუთების მიიღება 2011 წლის 15 ოქტომბრამდე.

05 ოქტომბერი 2011 კონკურსი კვლევითი ორგანიზაციებისათვის

ღია საზოგადოების ფონდების კვლევითი ფონდი და პროგრამა "აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე" აცხადებენ საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივ პარტნიორობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა (მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირისა) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ლათინური ამერიკის ქვეყნების კვლევით ორგანიზაციებს შორის. განაცხადები მიიღება 2011 წლის 30 სექტემბრამდე.

22 სექტემბერი 2011 საგრანტო კონკურსი ”2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა”

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს  არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის, ასევე არასამთავრობო და მედია  ორგანიზაციებისაგან შემდგარი კოალიციებისათვის. განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 სექტემბრამდე.

22 სექტემბერი 2011 გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო კულტურული ლიდერობის პროგრამაში (CLI)

ბრიტანეთის საბჭო და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო კულტურული ლიდერობის პროგრამაში (CLI). განაცხადები მიიღება 2011 წლის 9 სექტემბრამდე. განაცხადი ხელმისაწვდომის ინგლისურ ენაზე.