დასრულებული

12 ივლისი 2011 საგრანტო კონკურსი „არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება“

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა  აცხადებს საგრანტო კონკურსს „არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც გაიარეს ფონდის და „კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის" 2011 წლის აპრილ-მაისში ჩატარებული ტრენინგები პროექტების მართვაში, სოცმეწარმეობაში, მრავალფეროვნების მართვაში, მხარდამჭერთა მოზიდვასა და ფონდების მოძიებაში. განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 ივლისი.

24 ივნისი 2011 მოწვევა ზიანის შემცირების საადვოკაციო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ჯანდაცვის პროგრამა ზიანის შემცირების სფეროში მოღვაწე აქტივისტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად საადვოკაციო საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლის ჩატარება დაგეგმილია 2011 წლის 2-10 ივლისს. განაცხადები მიიღება ა.წ 24 ივნისამდე.

22 ივნისი 2011 საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის თემაზე:"თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება". საკონკურსო პროექტები მიიღება ა.წ 21 ივნისამდე.

10 ივნისი 2011 ზალცბურგის სამედიცინო სემინარები

ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" გაცნობებთ, რომ  2011 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება. საგანაცხადო ფორმები უნდა შეივსოს 2011 წლის 31 მაისამდე.

10 ივნისი 2011 საგრანტო კონკურსი კამპანიისთვის „ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“ საწარმოებლად

ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აცხადებენ  კონკურსს საქართველოში ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივნისი.

16 მაისი 2011 საგრანტო კონკურსი: საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტირების ფასის ანალიზი

ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივა აცხადებენ კონკურსს საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტირების  მაღალი ფასის მიზეზების გაანალიზების მიზნით. განაცხადები მიიღება 11 მაისამდე.

11 მაისი 2011 საგრანტო კონკურსი: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის ხელშეწყობისათვის

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის ხელშეწყობისათვის. განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 მაისი.

21 აპრილი 2011 ფონდი ”საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები” (სსსპ) აცხადებს კონკურსს “მე - ახალგაზრდა მეცნიერი”

ორ ასაკობრივ ჯგუფში: ა) სკოლის მოსწავლეთათვის "15-დან 19 წლამდე" და ბ) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ სპეციალობებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი. პროექტების თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 21 აპრილი, 2011, 17:30.

20 აპრილი 2011 მცირე გრანტების კონკურსი: C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოში

ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივა აცხადებენ მცირე გრანტების კონკურსს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და   საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. განაცხადები მიიღება 20 აპრილამდე.

11 აპრილი 2011 კონკურსი პარტნიორი უნივერსიტეტების, უცხოელი და ქართველი მკვლევარების შესარჩევად

ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს 2011-2012 სასწავლო წლისათვის. ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 აპრილი.

11 აპრილი 2011 კონკურსი ინდუსტრიული განვითარება გარდამავალ ქვეყნებში

თბილისის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლა (ISET) აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად პროფესიული გადამზადებისა და განვითარების 3 წლიან პროგრამაში. განაცხადები მიიღება 2011 წლის 10 აპრილამდე.

04 აპრილი 2011 უფასო ტრენინგი ახალი საგადასახადო კოდექსის თემაზე

ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”  აცხადებს უფასო ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის  ახალი საგადასახადო კოდექსის თემაზე. განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2011 წლის 25 მარტი, 18:00 საათი.

04 აპრილი 2011 კონკურსი ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის თანამდებობაზე

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის თანამდებობაზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი.

28 თებერვალი 2011 უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა „სტუდენტური ინიციატივა 2011“

უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა ”სტუდენტური ინიციატივა 2011”-ის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს პროექტების მისაღებად. „სტუდენტური ინიციატივა" მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას უმაღლესი განათლების სფეროს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში. საპროექტო წინადადებები მიიღება 28 თებერვლამდე.

22 თებერვალი 2011 ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი და "პარტნიორები - საქართველო" აცხადებენ ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20 თებერვალი.