ადამიანის უფლებები
 

2014 -2016 წლისათვის ფონდი სამ ძირითად პრიორიტეტს გამოყოფს:

ადამიანის უფლებების პროგრამა ძირითადად სისხლის სამართლის სფეროში ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზეა ორიენტირებული. ფონდი იმუშავებს ისეთ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციასა და პროცესუალური უფლებების დაცვას, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის გაუმჯობესების მხრივ. პროექტები და ინიციატივები ძირითადად დაეფუძნება  სიღრმისეულ ექსპერტიზას, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და ადვოკატირების ეფექტური მექანიზმების გამოყენებას.

  • სისხლის სამართლის პოლიტიკის გარდაქმნა: აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა; ლიბერალური და პროპორციული სანქციების შემოღება, განსაკუთრებით მსუბუქ და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე; ალტერნატიული სასჯელების გამოყენება; საპროცესო შეთანხმებების მექანიზმის გაუმჯობესება; ადმინისტრაციული პატიმრობის სისტემური ცვლილება
  • მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა: პროცედურული გარანტიების დახვეწა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დანერგვა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებასა და პრაქტიკაში
  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა: არაადამიანური პრაქტიკის პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების ადგილებში; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განვითარება; ალტერნატიული საზედამხედველო სისტემის დანერგვა.

 

 


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

ყველა გრანტი