როგორ დავწეროთ პროექტი
 

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" გრანტის მოსაპოვებლად წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა მომზადდეს ქვემოთ აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტის შედგენის სახელმძღვანელო, პროექტის ეფექტურად მომზადებაში დაგეხმარებათ.

საპროექტო განაცხადი, თანდართული მასალით, შემოტანილ უნდა იქნას ნაბეჭდი სახით სამ ეგზემპლარად, თქვენთვის მისაღებ რომელიმე ენაზე - ქართული, ინგლისური, რუსული.

განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

განაცხადს შეგიძლიათ დაურთოთ სხვა დამატებითი ინფორმაცია /დანართები, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს.

არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად და არ დაექვემდებარება განხილვას.

თითოეული ეგზემპლარის თავფურცელი უნდა იყოს ხელმოწერილი პროექტის დირექტორის მიერ და წარმოადგენდეს დედანს. რეკომენდაციები უნდა წარმოადგინოთ ერთი დედნისა და ორი ასლის სახით.

ფონდში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი (პროექტი) განმცხადებელს არ დაუბრუნდება.


სხვა კონკურსები