ღია საზოგადოების ფონდების ქსელი
 

ღია საზოგადოების ფონდების ქსელი  ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

ეროვნული ფონდები დღეს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის: ალბანეთში, აზერბაიჯანში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბრიტანეთში, ბულგარეთში, დასავლეთ აფრიკაში, ესტონეთში, თურქეთში, კოსოვოში, ლატვიაში, ლიტვაში, მაკედონიაში, მოლდავეთში, მონღოლეთში, მონტენეგროში, პოლონეთში, რუმინეთშისამხრეთ აფრიკაში, საქართველოში, სერბეთში, სლოვაკეთში, სომხეთში, ტაჯიკეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ჩეხეთში, გვატემალასა და ჰაიტიზე.

თითოეულ ეროვნულ ფონდს გააჩნია საკუთარი მმართველობითი ორგანო და ყოველი მათგანი ახორციელებს საკუთარ პროგრამებს. ღია საზოგადოების ინსტიტუტი  მხარს უჭერს ღია საზოგადოების განვითარებისაკენ მიმართულ პროგრამებს, კოორდინაციას უწევს დამოუკიდებელი ეროვნული ფონდების მუშაობას.

ღია საზოგადოების ინსტიტუტს 2011 წლიდან ეწოდება ღია საზოგადოების ფონდები, რომლის  ცენტრალური ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს.

 


 

სხვა ახალი ამბები და ანონსები