ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც ფონდის შიდა პროექტების ფარგლებში მომზადებული ანგარიშები, ანალიტიკური ნაშრომები, სახელმძღვანელოები, ასევე ფონდის მხარდაჭერით გამოცემული სხვა სახის ლიტერატურა. პუბლიკაციის მოძიება შესაძლებელია საძიებო ფრაზის, თარიღის, პუბლიკაციის ტიპის მითითებით და/ან ანბანის მიხედვით.

შესაძლოა პუბლიკაციის სახელწოდების ქვეშ არ იყოს მიბმული პუბლიკაციის სრული ვერსია. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი წიგნი ფონდის ბიბლიოთეკაში.

პუბლიკაციის თარიღი: 2015

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში საინფორმაციო ანგარიში № 6 2013 ოქტომბერი-2014 დეკემბერი

კვლევა განხორციელდა პროექტ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"- ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ
კვლევაზე მუშაობდნენ: ლევან ავალიშვილი გიორგი კლდიაშვილი ნინო მერებაშვილი გოგა თუშურაშვილი თაკო იაკობიძე ნინო ქავთარაძე ელიზა კოკელაძე სალომე თარხნიშვილი

პუბლიკაციის თარიღი: 2015

საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი

წინამდებარე პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის მიზანია საზოგადოებას და გადაწყვეტილებების მიმღებთ წარუდგინოს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში (EC) გაწევრიანების დადებითი მხარეები, შესაძლო რისკებიდა ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს გაწევრიანების პროცესის გადავადებას. ასევე, წარმოდგენილია სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და პოზიცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. კვლევა მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" შიდა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმების შესაძლებლობათა გაზრდა" ფარგლებში მე-3 სამუშაო ჯგუფის - ენერგეტიკული უსაფრთხოება და გარემოს დაცვა - მიერ. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი.

 

პუბლიკაციის თარიღი: 2014

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა (2003-12 წწ.)

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი; ახალგაზრდები სამართლიანობისთვის; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საზოგადოებრივი დამცველი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი; ციხის საერთაშორისო რეფორმა; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ანგარიში მომზადებულია ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით. 

პუბლიკაციის თარიღი: 2014

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მონიტორინგი და ეფექტიანობის ანალიზი

პუბლიკაციაში განხილულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ეკონომიკური ანალიზი. ანგარიშში გაანალიზებულია 2014 წლის 15 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემები და ასევე ინფორმაცია პროექტების სტატუსის შესახებ. ანგარიშში შევიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იანვარში განხორციელებული ადგილობრივი მონიტორინგის შედეგები ხუთ შერჩეულ რეგიონში -ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, გურია.

 

მომზადებულია ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით
ავტორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
თბილისი, 2014 წელი

პუბლიკაციის თარიღი: 2013

სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამოხატვის მედიამონიტორინგი ქართულ მედიაში

ანგარიში მოიცავს 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე პერიოდს. მონიტორინგი ხორციელდებოდა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების თემატიკის გაშუქება ზე 6 ტელევიზიასა და 6 გაზეთში.
ავტორი: მედიია განვითარების ფონდი
პროექტი "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით;

თბილისი, 2013 წელი

პუბლიკაციის თარიღი: 2013

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში საინფორმაციო ბიულეტენი № 5 2012-2013

ავტორები: კონსტანტინე ჯანჯღავა (პროექტის იურისტი)
გოგა თუშურაშვილი (პროექტის ანალიტიკოსი)
რედაქტორი: ლევან ავალიშვილი (პროექტის დირექტორი) 
ფინანსური მხარდაჭერა - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"  

პუბლიკაციის თარიღი: 2013

სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის

პროექტის დირექტორები: ლევან დოლიძე, გიორგი გოგსაძე
ავტორები: მარიამ გოგოსაშვილი, ნათია შენგელიძე 

ISBN: 978-9941-0-5333-7 

პუბლიკაციის თარიღი: 2013

სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის

 

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

პროექტის დირექტორები: ლევან დოლიძე, გიორგი გოგსაძე;

ავტორები: მარიამ გოგოსაშვილი, ნათია შენგელიძე;

პროექტის ექსპერტი: მამუკა ანდღულაძე;

პროექტის თანაშემწე: მაია მიქელაძე;

ISBN 9789941053337

 

პუბლიკაციის თარიღი: 2012

საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

ავტორების მიერ წინამდებარე კვლევაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

პუბლიკაციის თარიღი: 2012

საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში

ანგარიში მომზადებულია პროექტის "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" ფარგლებში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ: ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია","საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია". წინამდებარე ნაშრომი პროექტის ფარგლებში მომზადებული მესამე ანგარიშია და მიმოიხილავს მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ მასიურად ჩუქებისა და მიტოვების ფაქტებს.


სხვა ახალი ამბები და ანონსები