ჰოსპისის თანამშრომლების ტრენინგი ჰოლანდიაში
 

2017 წლის დეკემბერში, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით, ბავშვთა ჰოსპისის თანამშრომლებმა ჰოლანდიაში,  ამსტერდამის აკადემიურ სასწავლო ცენტრში და "ემას" ბავშვთა საავადმყოფოში. ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლების მიზანი იყო, როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება. ექვსი დღის მანძილზე ჰოლანდიაში ექთნები, კოორდინატორები და ძიძა იმყოფებოდნენ.  მათ პრაქტიკული ცოდნა შეიძინეს  ჰოსპისებში "ზონაქეარსა" და "ბიზენვარდში".

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოვლა და მზრუნველობა, სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი და მხარდაჭერა, ტკივილის მართვა, ეთიკა, კომუნიკაცია მშობლებთან, ბავშვის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ და სულიერი მხარდაჭერა.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 4 5 6
7 9 10 11 13
14 15 16 17 18 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 

სხვა ახალი ამბები