განცხადებები

18 ივლისი 2008 სასწავლო სტიპენდიების პროგრამა აცხადებს ვაკანსიას სამხრეთ კავკასიის რეგიონში სასწავლო სტიპენდიების პროგრამის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე.

უმაღლესი განათლების საერთაშორისო პროგრამა ხელს უწყობს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში უმაღლესი განათლების განვითარებას ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და მონღოლეთში. უმაღლესი განათლების საერთაშორისო პროგრამის სასწავლო სტიპენდიების პროგრამას საკუთარი წვლილი შეაქვს უმაღლესი განათლების განვითარებაში ადგილობრივი ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერების მხარდაჭერისა და მათი შერჩეულ ინსტიტუტებში სტრატეგიული განთავსების მეშვეობით.

16 ივლისი 2008 ამა წლის 17-20 ივლისს, ქ. კიევში დაგეგმილია ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე ”ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა”.

ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" შიდა პროექტის "შემოსავლების მეთვალყურეობა" (Georgia Revenue Watch) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ანალიტიკური დოკუმენტი.

14 ივლისი 2008 ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს ტენდერს.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს ტენდერს იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

02 ივლისი 2008 კორპორაციები და საზოგადოება: თანამშრომლობის ახალი მოდელი - თბილისი, შერატონ მეტეხი პალასი, 2 ივლისი, 2008.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალ ეტაპს,  ადგილობრივი დაფინანსების წყაროების განვითარების პერსპექტივებს ეძღვნება შერატონ მეტეხი პალასში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: თანამშრომლობის ახალი მოდელი".

01 ივლისი 2008 ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს ტენდერს

ტენდერს აცხადებს: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმის წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
საკონტაქტო პირები: თამარ ქალდანი, მარინა გვიმრაძე

19 ივნისი 2008 ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო” პროექტის ”საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში აცხადებს კონკურსს

კონკურსი: ქართულ და ინგლისუ ენებზე პროექტის მიმდინარეობის და შედეგების ამსახველი ანგარიშის ბეჭდვაზე 
საკონტაქტო პირი: დავით მეტრეველი dmetreveli@osgf.ge
ბოლო ვადა: 30 ივნისი,17:00 სთ.

09 ივნისი 2008 AFP is searching for Academic Fellowship Programs’ Region Manager for South Caucasus (SC) Region.

The International Higher Education Support Program (HESP) promotes the advancement of higher education within the humanities and social sciences throughout the region of Central, Southeast and Eastern Europe, the former Soviet Union and Mongolia. HESP's Academic Fellowship Program (AFP) contributes to higher education development through support of promising local young scholars and their strategic placement at selected departments, committed to reforms and changes. AFP is now searching for Academic Fellowship Programs' Region Manager for South Caucasus (SC) Region.

27 მაისი 2008 “მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები” - ანგარიშის პრეზენტაცია

3 ივნისს 12:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" გიწვევთ ანგარიშის პრეზენტაციაზე  "მთავრობის 50-დღიანი პროგრამა - ანალიზი, შეფასებები"
პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო "თბილისი მარიოტში"
მისამართი: რუსთაველის გამზირი №13, თამარ მეფის დარბაზი

08 მაისი 2008 ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ვრცლად...

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველს აძლევს თანაბარ საშუალებას მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. 
განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და ავტობიოგრაფია (CV) ფონდის სამდივნოში (პირველი სართული) ქართულ ან ინგლისურ ენებზე. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.
ფონდის მისამართია: თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 8 ივნისი, 17:00 საათი.

07 მაისი 2008 ფონდის

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"   21 მაისის საპარლამენტო  არჩევნებისათვის კვლავ განაგრძობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა მხარდაჭერას

02 მაისი 2008 მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი „მ ე - ა დ ა მ ი ა ნ ი“ გიწვევთ პრესკონფერენციასა და თბილისში ფესტივალის საზეიმო გახსნაზე

პრესკონფერენცია და თბილისში ფესტივალის საზეიმო გახსნა გაიმართება შაბათს, 3 მაისს, 16:00 სთ, არტკაფე „ქარავანში", ფურცელაძის ქ. 10

21 აპრილი 2008 ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შექმნაზე ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისათვის.

18 აპრილი 2008 ფონდი

პრეზენტაცია გაიმართება ამა წლის  22 აპრილს, სამშაბათს, 5 საათზე ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში
მისამართი: ჭოველიძის ქ. №10

10 აპრილი 2008 ”ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა

შეხვედრა გაიმართება ამა წლის 12-13 აპრილს ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში
მისამართი: ჭოველიძის ქ. №10.

12 თებერვალი 2008 ”შპს. საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია: პერსპექტივები და გამოწვევები” - ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია

ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, ა.წ. 12 თებერვალს, 12:00 საათზე,  სასტუმრო თბილისი მარიოტში მეფე მირიანის დარბაზში გაიმართება  "შპს. საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია: პერსპექტივები და გამოწვევები" ანგარიშის პრეზენტაცია 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 6 7 8 9
10 13 14 16
17 18 20 21 23
24 25 26 27 28 29 30