ბიბლიოთეკა

2009 წლის ნოემბერში ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" ოფისში ახალმა ბიბლიოთეკამ დაიწყო ფუნქციონირება. ბიბლიოთეკა ათასზე მეტი დასახელების, სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს, რომელთაგან ძირითადი რაოდენობა პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისაა და განსაკუთრებით საინტერესოა არასამთავრობო სექტორში მომუშავე და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულ პირთათვის. ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარია იურიდიული და სამედიცინო სეგმენტში მომუშავე პირებისთვის  საჭირო ლიტერატურითაც.  მოიპოვება ასევე უახლესი დროის გამოცემები,  სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი  ქართულ,  ინგლისურ და რუსულ ენებზეა.   

               ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.  შეგიძლიათ აქვე გაეცნოთ ბიბლიოთეკით სარგელობის წესებს, რომლის დახმარებით უფრო ეფექტურად მოახერხებთ სასურველი მასალის მოძიებას.


სხვა პუბლიკაციები